ქუთაისელმა მოკრივეებმა საქართველოს პირველობაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
კრივში საქართველოს პირველობა ქ. ბათუმში. 25-28 თებერვალს ჩატარდა. შეჯიბრებებში ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათგან საპრიზო ადგილზე 5 სპორტსმენი გავიდა:
პირველი ადგილი: დემეტრე მიქაუტაძე (66კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე)
თემურ ქართველიშვილი (80კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე)
მე-2 ადგილი: საბა ერემეიშვილი. (54კგ. წონით კატეგორია; მწვრთნელი-ბეჟან ჭიჭინავა)
დავით მიქაუტაძე. (57 კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი- ზაალ ჯავახაძე)
მე-3 ადგილი -გიორგი ლეთოდიანი. (50 კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ავთანდილ ჯაშია)
პირველ ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა ევროპის პირველობაზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვეს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ქ. ბათუმში გაიმართება.