სამოქალაქო აქტივისტებმა და ნიკა მელიას მარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ადგილზე სამი კარავი უკვე დგას, თუმცა არსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა გაიზრდება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, თუმცა მათ ამ შემთხვევაში აქტივისტებისთვის ხელი არ შეუშლიათ.
“კარავი გაიშლება და აუცილებელად, ჩვენ ყველა კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებთ, ვერაფრით ვერ შეზლებს ღარიბაშვილი ვერ ოპოზიციის, ვერც სამოქალაქო აქტივისტების, ვერც საერთაშორისო პარტნიორების გაჩერებას, საქართველო არასდროს გახდება რუსეთის რბილი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა”, – თქვა აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კი კანცელარიის შენობიდან პარლამენტთან გადაინაცველს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ ოპოზიციის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მთავრობის კანცელარიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 15:00 საათზე აქცია, მას შემდეგ დაანონსენს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა და ძალის გამოყენებით ნიკა მელია დააკავა.