სოციალური ქსელის გვერდი (მრწამსი – მართლმადიდებლური გვერდი) ამ ვიდეოთი ეხმიანება „ტვ პირველზე“, შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც თქვეს, რომ თითქოს სასულიერო პირები ბიზნესიდან წილებს ითხოვენ.
სიუჟეტში ამტკიცებენ, რომ ე.წ. შავი ოქროს მოპოვების ბიზნესში საკუთარი ინტერესები აქვთ ბერ-მონაზონ მოსეს (დოლიძე), არქიმანდრიტ მაკარის, იღუმენ პახუმს.
„ბერები რომლებიც ადამიანთა სულების ხსნით არიან დაინტერესებულნი და არა შავი ოქროს მოპოვებით. წუხელ ყველა ნახავდით ტვ პირველის კიდევ ერთ ამაზრზენ და ცილისმწამებლურ სიუჟეტს ეკლესიის წინააღმდეგ.
ვიდეოში სწორედ ის ბერები არიან, რომლებიც თითქოსდა შავი ოქროს მოპოვებით არიან დაკავებულები.
აი ასეთი დაუღალავი შრომით გააცოცხლეს ამ მამებმა წმინდა გიორგის მონასტერი, სადაც წლების წინ მხოლოდ მინიშნება იყო,რომ სადღაც მთაში ოდესღაც სალოცავი არსებობდა!” – წერს “მრწამსი – მართლმადიდებლური გვერდი” სოციალურ ქსელში.
![[Video] ეს ის ბერები არიან, რომლებიც თითქოს „შავ ოქროს“ მოიპოვებენ –ხდება რეალურად?](https://megatv.ge/wp-content/uploads/2021/02/ბერები-626x375.png)









