LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რეკომენდაციები სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვისს

რა რეკომენდაციები ქვეყნდება სკოლებისთვის

დაპოსტა 2021/02/08-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო აცნობებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა.

„თავის მხრივ, სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. ამ გზით ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით. სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალა. ეს საშუალებას მისცემს მშობლებს, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით (სკოლის Facebook-ის გვერდი, ელფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, TEAMS-ის პროგრამა, ბანერები, საინფორმაციო შეხვედრები), სისტემატურად მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა, სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები , სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა, საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სსსმ მოსწავლეებისთვის რესურს ოთახით სარგებლობის განრიგი, სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება, თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა, სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, დისტანციური სწავლების მოთხოვნა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება, მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.

სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით გაეცნონ სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ზედმიწევნით დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები: სკოლაში წასვლამდე აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა, ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ სკოლას ინფორმაცია, უზრუნველყონ მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში, ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა, დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს შეეხება. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს.

საქართველოს მასშტაბით სკოლებში უკვე მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება, 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს. ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 24 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6936, ევრო – 3.1464, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6334 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი – სუს-ი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში  მონაწილეობას მიიღებს
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელი თორნიკე ბექაური თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას Fibonacci International Robotics Olympiad საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ოლიმპიადა მიზნად ისახავს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის:...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“არცერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას”- მეუფე ანტონი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას...

დაწვრილებითDetails

არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს -მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"