მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციურ ნამუშევარს ამჯერად ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს. ფილმის ჩვენება გაიმართება იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.
ფესტივალი 1995 წლიდან არსებობს და იგი წელს 5-21 თებერვალს ჩატარდება.
„მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც ნამუშევარს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო გადაეცა.
„მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და „ქართული ფილმი-აფხაზეთი“-ს ბაზაზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერი მარიამ კანდელაკია.









