რომის პაპმა, ისტორიაში პირველად, სინოდის მდივნად ქალი დაინიშნა.
სინოდის პირველი ქალი მდივანი ნატალი ბისქარტი იქნება. ის წარმოშობით საფრანგეთიდან არის.
ბისქარტი სინოდთან 2019 წლიდან თანამშრომლობს, როგორც კონსულტანტი.
სინოდის გენერალურმა მდივანმა, კარდინალმა მარიო გრეჩმა განაცხადა, რომ ბისქარტის დანიშვნამ ვატიკანისათვის „ახალი კარი“ გახსნა.