საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გაგრძელდება იმ ადამიანების მკურნალობის კურსის დაფინანსება, რომლებიც 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს დაშავდნენ. ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაკო გომურის მკურნალობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
“მაკო გომურთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მკურნალობის კურსი დაფინანსებული. ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. შესაბამისად, მარტო ავთო თალაკვაძის პირადი პასუხისმგებლობა არ იყო, რა თქმა უნდა არის ჯანდაცვის სამინისტროს ნებაც. პროგრამა მასთან მიმართებაში გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი, თუ რამე იყო მსგავსი”, – თქვა ცქიტიშვილმა.










