LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა შემთხვევაში დატოვებს ციხეს მაია რჩეულიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას

დაპოსტა 2021/01/29-ში
79
ნახვა
გაზიარება

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე, „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონი შეეხო, თუმცა პენიტენციური დაწესებულების დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განაცხადა, რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონით სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ის მუხლები, რომლის მიხედვითაც რჩეულიშვილია გასამართლებული, ორ დათქმას ითვალისწინებს. კერძოდ, დაზარალებულების დაკმაყოფილებას და მათ თანხმობას.

ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, აღნიშნული ორი პუნქტიდან ერთი უკვე შესრულებულია და „მიონის“ ეპიზოდზე დაზარალებული 170 ადამიანი უკვე დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეორეს – დაზარალებულთა თანხმობას, ადვოკატის თქმით, რჩეულიშვილი საპყრობილეს დატოვებს მაშინვე, როგორც კი ამას დაზარალებულებიც დათანხმდებიან.

„მიონის“ ეპიზოდზე საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, სხდომა რამდენჯერმე გადაიდო, რადგან ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკება მიმდინარეობსო. ველოდებით პროკურატურის პირობებს საპროცესო შეთანხმებაზე და პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე რა შეიძლება გაკეთდეს. იმ ბრალით, რაც მაია რჩეულიშვილს წარდგენილი აქვს და რა მუხლითაც ის მსჯავრდებულია, ამნისტიით სასჯელი უნახევრებდა, თუმცა, იქ პირობებია დათქმული – ზარალი უნდა იყოს ანაზღაურებული და ასევე, დაზარალებულების თანხმობა უნდა იყოს. პირველი ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, ზარალი ანაზღაურებულია და ის სადაო თანხა „ცენტრ პოინტის“ ანგარიშიდან „მიონის“ მენაშეების ანგარიშზე გადარიცხულია. ასევე, მოძებნილია ინვესტორი, რომელსაც „ცენტრ პოინტის“ შესაბამისი აქტივები გადაეცა და სწორედ, ამ აქტივების სანაცვლოდ ის შეუდგა მუშაობას და დაასრულებს მთლიან კორპუსს. დაზარალებულის მოთხოვნა მთლიანად იქნება შესრულებული, უკვე სამუშაოები მიმდინარეობს.

სადაო თანხა, რომელსაც მაია რჩეულიშვილს ედავებოდნენ, დაახლოებით, 4-5 თვეა, გადარიცხულია. რაც შეეხება ახალ ინვესტორს, დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ობიექტზე შევიდა და სამშენებლო სამუშაოებს ანხორციელებს“, – განაცხადა ვათიაშვილმა.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებული არიან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია. მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, ქეთევან ჟორდანიას კი, 5 წლით პირობითი მსჯავრი. მისჯილი 7 წლიდან მაია რჩეულიშვილს 4 წელი და 6 თვე უკვე მოხდილი აქვს.

კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი – ლევან მახაშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე. ქართული დელეგაცია მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც ეხება შავ ზღვას,- განაცხადა დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა, რომელმაც PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო...

დაწვრილებითDetails

“„ნაცებმა“ აჩვენეს, რომ არაფერს ინანიებენ” – ლევან მაჭავარიანი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

„ნაცებმა“ აჩვენეს, რომ არაფერს ინანიებენ, რაც ჩადენილი აქვთ - მათ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება რომ ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს, -...

დაწვრილებითDetails

რევაზ ნადარაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას – სანდრო ბარამიძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე წერს. ბარამიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან – ანა წითლიძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს 18-მა სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან, - ამის შესახებ „ერთიანი...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს. „ღვთივგანისვენა, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ , დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აკადემიური მუსიკის საღამო გაიმართება

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

29 ნოემბერს ქუთაისში აკადემიური მუსიკის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, 19:00 საათზე დაიწყება. კონცერტის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები №3 და №4. საღამოს სოლისტები...

დაწვრილებითDetails

არქეოლოგებმა მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საკონსტიტუციო სასამართლოში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მომდევნო სხდომა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება....

დაწვრილებითDetails

ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია...

დაწვრილებითDetails

მომსპარია გზები, არ ვიცი რა გვეშველება – ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები მუშაობაზე უარს აცხადებენ

ნოემბერი 25, 2026
0
ფოტო: ინფო იმერეთი
მთავარი

ქუთაისში, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლები ქალაქში საავტომობილი გზებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას აპროტესტებენ - ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. მათიო ცნობით, #100, #34 და #55 მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტის ნიშნად ე.წ საღორიის დასახლებაში გაჩერდნენ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».