LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციები იმართება

ტურიზმის სექტორი ვერ გადავარჩინეთ – მოკვდა – შალვა ალავერდაშვილი

დაპოსტა 2021/01/15-ში
A A
45
ნახვა
გაზიარება

ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა – ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.

„ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ ვარსებობთ მე მგონი. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტურიზმის სექტორი აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი გადავარჩინოთ არა – ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია მკვდარია და ტურიზმის სექტორი უნდა აღვადგინოთ, ანუ ჩვენ ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. ეს არის რეალობა, რასაც დღესაც ველოდებით და ჩვენ ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან – ეს არის ის მინიმალური შემოსავალი შიდა ტურიზმისთვის, რაც სასტუმროებს მხოლოდ კომუნალურების გადახდის საშუალებას მისცემს. ეს არის თებერვლის და მარტის ჯავშნები მაღალმთიან რეგიონებში და ის თემა, რომ პირველ თებერვალს ვინმე გვეტყვის, რა იქნება შემდეგი, ასე არ არის, სასტუმროს გახსნა ასე არ ხდება, სასტუმროს დღეს სჭირება პასუხი უკვე, რომ მე ჯავშნები მივიღო თუ არ მივიღო. ჩვენ უნდა დავიწყოთ რეკლამები, პერსონალი უნდა შევაგროვოთ, დავატრენინგოთ და გავხსნათ კონკრეტული ობიექტები – ასე არ არის, რომ პირველ თებერვალს გვეტყვიან რას ვაკეთებთ. ის მასალები, ის ნედლეული, რაც ჩვენ ვიყიდეთ რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის, ერთ დღეში გვითხრეს, რომ იცით, ხვალიდან და ზეგიდან აღარ მუშაობთ და ის ნედლეული დაგვრჩა და ზოგი გაფუჭდა და ზოგი გავაჩუქეთ და ახლა ისიც არ ვიცით, ეს ნედლეული ისევ უნდა ვიყიდოთ თუ არა თებერვლამდე, უნდა მოვემზადოთ თუ არა, მივიღოთ თუ არა ჯავშნები, რა არის სამოქმედო გეგმა. წაბრძანდით ბაკურიანში და ნახეთ, ბაკურიანიც ჩაკეტილია ხომ?!თუმცა რეალობა გვაქვს სხვა, ბაკურიანი არის აბსოლუტურად სავსე. რა გავაკეთეთ?! იყო „თეთრი ეკონომიკა“ და გადავედით შავზე – დავბრუნდით 90-იან წლებში. ველოდებით სულ ყველა სასტუმრო, რომ პირველი თებერვლიდან გავიხსნათ და უნდა გავიხსნათ, უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. ჩვენ 2 კვირის განმავლობაში შეგვიძლია მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიტანოთ – ჩვენ ეს სექტორი უნდა აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი ვერ გადავარჩინეთ – მოკვდა, ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე თუ როგორ უნდა აღვადგინოთ სექტორი. ჩვენ ვზივართ და ვფიქრობთ, რომ ახალი იდეები მივაწოდოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ეს სექტორი. არავინ არავის ფულს არ სთხოვს. „გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ეპიდემიოლგიურ მდგომარეობაზე“ – ამ ფრაზის მოსმენა აღარ გვინდა. მოდით, ეს ფრაზა დავივიწყოთ და ახალი ფრაზა ვთქვათ: „ვისწავლოთ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება“.

არავინ იძახის, რომ რეგულაციებს არ დავიცავთ, ჩვენ ამაში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხები დავხარჯეთ და გამოცდილებაც მივიღეთ და მოდით, ერთად დავსხდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იხსნება ქვეყანა. ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა იმიტომ, რომ ამას ვისმენდით ყოველი თვის პირველ რიცხვში. თუ კონკრეტული თემები, კონკრეტული კონტრაქტები არ არის, თუ მიმართულებები არ არის, ჩვენ თუ ტურისტულ პაკეტებს არ ვყიდით, ცის გახსნა რას ნიშნავს?! ჩვენ ამ საკითხებზე პრემიერის დონეზე კომუნიკაცია არ გვქონია, ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემა არის აღვადგინოთ ტურიზმი, დავდოთ სტრატეგია, როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ, თუნდაც შემოვიყვანოთ უკვე კოვიდ-გადატანილი ტურისტები“ ,- განაცხადა ალავერდაშვილმა.

ამასთან, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს არამხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვა სექტორების წარმომადგენლებიც გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომ „სირაქლემას პოზაში ცხოვრება აღარ შეიძლება“.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

სანქციებულია „ინტერ რაო” – რა ელის „თელასსა“ და „თელმიკოს“

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
ეკონომიკა

"ინტერ რაოს" სანქცირების შემდეგ ექსპერტები ენერგოკომპანიების - თელასის და თელმიკოს გადარჩენის გზებს ეძებენ. მასალას ,,ტვ პირველი" აქვეყნებს. ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო ოპერაციები, კომპანიის სამომავლო მფლობელობა და ქვეყნის რეპუტაციული...

დაწვრილებითDetails

ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაძვირდა. ბოლო, 24 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 5.2 დოლარით გაიზარდა და 4 053 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ოქროს ფასი 0.13%-ით არის...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

ბიუჯეტში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან 297 567 586 ლარი შევიდა – ზრდა 70%-ია

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
ეკონომიკა

2026 წლის იანვარ-ივნისში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 70.4%-ით (თითქმის 123 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 54%-ით (თითქმის 52 მლნ ლარით) გაიზარდა. უფრო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიება გადაიდო

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
ეკონომიკა

ქუთაისის ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიება გადაიდო. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და  შპს „ვანილა ივენთს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული საზეიმო ღონისძიება და ყველა დაგეგმილი აქტივობა...

დაწვრილებითDetails

21 ივლისის ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

21 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება: 1 აშშ დოლარი 2.6315 ლარი. გამყარება 0.12 თეთრი; 1 ევრო 3.0089 ლარი. გამყარება 0.11 თეთრი; 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5449...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6327 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6333 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა ეღირება დოლარი და ევრო

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6359 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გამყარდა.   ამასთან, ეროვნული...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6371 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

10 ივლისის ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"