ჩრდილების სახელმწიფო თეატრი “ბუდუგანა-გაგარა” – აფხაზეთი 25 სექტემბერს სპექტაკლს წარმოადგენს. იოჰან სებასტიან ბახის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი “მათეს ვნებანი” რეჟისორ გელა კანდელაკს ეკუთვნის. ღონისძიება 25 სექტემბერს 18:00 საათზე გელათის სამონასტრო კომპლექსის აკადემიის შენობაში გაიმართება. იგი რეზო ჩხეიძის ხსოვნას ეძღვნება.










