ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 259 გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 196 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 239, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 74. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 112, საკარანტინე სივრცეებში კი 13 პირია მოთავსებული.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 4 887 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი.










