LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დარწმუნებული ვარ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას- ირაკლი კობახიძე

„სისულელე“, ” მატყუარა” – როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები ირაკლი კობახიძის განცხადებას

დაპოსტა 2020/11/20-ში
A A
438
ნახვა
გაზიარება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ექსპერტები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურებიან.

„ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „სისულელე“ უწოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლება ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივით ძალიან შეშფოთდა.

„რა სისულელე თქვა კობახიძემ, რამდენი სისულელე უნდა თქვას? ვინმე იტყვის, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდაო და კობახიძე ეტყვის, არა, შენ მაინც პარლამენტის წევრი ხარო?! იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, უკვე ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ ამას პირველკურსელი იურისტიც კი არ იტყვის, ვინც იურიდიულზე ჩასაბარებლად ემზადება. ბუნებაში ასეთი მექანიზმი კონსტიტუციაში არ არსებობს, რომ ადამიანს პარლამენტის წევრობა დააძალო. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან შეშფოთდნენ ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივით. ისინი მიიღებენ ერთპარტიულ პარლამენტს, თუ სერიოზულ ნაბიჯებს არ გადმოდგამენ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, ერთპარტიული პარლამენტით ამ გზაზე ვერ ვივლით, ნელ-ნელა დავკარგავთ ყველაფერს, რაც აქამდე მოგვიპოვებია. ამიტომ, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მე მგონი, დავინახეთ, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გრძნობს, რამხელა კრიზისში შეიყვანა სახელმწიფო და მათ განცხადებებსაც ეტყობა რაღაც კუთხით, რომ მათ სჭირდებათ გამოსავალი და მოლაპარაკება ოპოზიციასთან. ეს რომ ასე არ იყოს, საერთოდ არ წავიდოდა მოლაპარაკებაზე ხელისუფლება და საერთოდ არ იდარდებდა იმაზე თუ რას გააკეთებს ოპოზიცია. არ მგონია, რომ ხელისუფლება იმაზე ნერვიულობდეს, რა მომავალი ექნება ოპოზიციას. ის საკუთარ თავზე ნერვიულობს და ძალიან კარგად ხედავს, რომ მარტო პარლამენტში სერიოზული პრობლემები ექნება და რიგგარეშე არჩევმები მაინც გარდაუვალი იქნება“- განაცხადა ექსპერტმა გიორგბი რუხაძემ.

„ირაკლი კობახიძე არის მატყუარა, ძალიან მდაბიო ცილისმწამებელი, არჩევნების გამყალბებელი. მე მახსოვს, არჩევნების ასეთი გამყალბებელი იყო თინა ხიდაშელი, რომელიც საგარეჯოს არჩევნების გაყალბების მერე, ფეხებს უბაკუნებდა მთელ მთავრობას, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, სად არის ხიდაშელი, ის აღარ არის ხელისუფლებაში და ექსპერტია. კობახიძესაც ელის იგივე ბედი. ნურავინ იფიქრებს, რომ გააყალბებს არჩევნებს ქვეყანაში და ეს დარჩება დაუსჯელი. რაც შეეხება მექანიზმს, რომ უმრავლესობა ჩვენი ნების მიუხედავად, შეგვიყვანს პარლამენტში, ეს არის მტკნარი სიცრუე და არაკომპეტენტურობის გამოხატულობა კობახიძის მხრიდან. არავის აქვს უფლება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადმე შეგვიყვანოს, ან არ შეგვიყვანოს, მითუმეტეს, კობახიძეს და უმრავლესობას არ აქვს ამისი უფლება.

მოვუწოდებ ყველა ოპოზიცურ პარტიას, რომელიც დღეს ამბობს, რომ არ შედის პარლამენტში, გააკეთოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს არის უარის თქმა განცხადების ფორმირების საშუალებით, ანუ მთელი სიის წევრებმა უნდა დაწერონ განცხადება უარზე და ერთად შევიტანოთ ეს განცხადებები ცესკო-ში. მაშინ ყველანაირი პრობლემა მოიხსნება და 45 დღეში დაინიშნება არჩევნები.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, კობახიძის საყურადღებოდ, ჩაიხედოს კანონში საჯარო მოსამსახურეების შესახებ, არავის არ აქვს უფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანი დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“. კობახიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს ითვალისწინებს. კობახიძე ირწმუნება, რომ პარლამენტისა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ერთპარტიულ პარლამენტს.

გაზიარება175

დაკავშირებული -პოსტები

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები
მთავარი

გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო, ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე - გამავალი ხალხი რომელი კარიბჭიდან...

დაწვრილებითDetails

ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 22 მარტს ქუთაისში საპროტესტო მარში აღარ ჩატარდება

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 22 მარტს ქუთაისში საპროტესტო მარში აღარ ჩატარდება
მთავარი

ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 21 მარტს თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთა და...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩასვლისთვის რკინიგზა უფასო რეისებს შეასრულებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
შემაწუხებელია მატარებლის ვაგონში, ბოლო ხმაზე ამღერებული რუსული | ჟურნალისტი საქართველოს რკინიგზას მიმართავს
მთავარი

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე...

დაწვრილებითDetails

ბესიკ ხარანაულის ემოციური ლექსი პატრიარქზე

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ბესიკ ხარანაულის ემოციური ლექსი პატრიარქზე
მთავარი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას გამოეხმაურა ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული, რომელმაც პატრიარქს ლექსი მიუძღვნა:   ვაი, მზევ, ამომავალო, აღარ ფერი გდევსო, ვინაც შენთვის იღვიძებდა, მკვდარი წინ გიწევსო. ვაი, შენაც, საქართველო, რაღა შენი დღეო,...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის პატივის მისაგებად უფასო ტრასნპორტი ქუთაისიდან შაბათ დღეს დაინიშნა

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

ილია მეორის პატივის მისაგებად უფასო ტრასნპორტი ქუთაისიდან შაბათ დღეს დაინიშნა - ინფორმაციას ქუთაის გაენათის ეპარქია ავრცელებს. "მრევლის საყურადღებოდ! ქუთაისის მერიის, გუბერნიის და ქუთაის-გაენათის ეპარქიის შეთანხმებით, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის...

დაწვრილებითDetails

ილია II-ის დაკრძალვაზე წასვლის მსურველებისთვის რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტი დაინიშნება

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
2 მაისს ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება
მთავარი

ილია II-ის დაკრძალვაზე წასვლის მსურველებისთვის რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტი დაინიშნება - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი...

დაწვრილებითDetails

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დიდ დროს წაგართმევთ პირადი პრობლემების მოგვარება, რომელიც თქვენი დაუდევრობის შედეგია. თქვენი მძაფრი რეაქციები კი ახლობლებისა და თანამშრომლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. გააკონტროლეთ ემოციები, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. კურო შესაძლოა, დაუფიქრებელი...

დაწვრილებითDetails

“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე
მთავარი

ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურედია პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს: პატრიარქი პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა - ახალგაზრდა, მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსმთავარი. იმჟამად...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 19 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"