დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 541 იმერეთში დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იმერეთში 12 ადამიანი გარდაიცვალა.
იმერეთის საავადმყოფოებში მკურნალობას გადის 1 179 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 169, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26.
იმერეთის კოვიდ-სასტუმროში 336 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინო სივრცეში კი 26.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 224 ადამიანი.










