საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპოზიციურ პარტიებს და „ქართულ ოცნებას“ დებატებისთვის ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
„საქართველოს პირველი არხი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას დებატებისთვის ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს და მზად არის, ეთერი დაუთმოს.
საქართველოს პირველი არხი დებატების საერთაშორისო სტანდარტით წარმართვას უზრუნველყოფს“,- ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ სატელევიზიო დებატების გამართვის საკუთარი შეთავაზებები აქვთ. შესაბამისად, ისინი შეთანხმებას ვერ აღწევენ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ.
წყარო:PIA.ge









