LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსით გამოწვეული სტრესი

ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ, როცა გგონიათ რომ კორონავირუსი დაამარცხეთ

დაპოსტა 2020/11/19-ში
A A
828
ნახვა
გაზიარება

ექიმი მარინა ტოტოჩავა, სოციალურ ქსელში, „კოვიდ 19“-ის შესახებ, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას კორონავირუსის დასრულების შემდგომი ეტაპის შესახებ, საუკეთესო რჩევებს თავაზობს:

 

„კოვიდის დასრულების შემდეგ:

გამოძვერით და დამთავრდა ყველაფერი? არა. ამის შემდეგ სხვა ეტაპებია. ქართული სენია, ნებისმიერი დაავადების დროს, რაღაცას ჩაიტარებენ და დამთავრდა. რა ვქნა ექიმო, მეტი წამლის ფული არ მაქვსო. ბოლომდე მოურჩენელი პროცესი რომ სიმსვნის დამართების გარანტი და ბაზისია, ეს მედიცინის ჭეშმარიტებაა.

რენტგენზე ფილტვი ჯანმრთელიაო? ხშირად ეს აბსურდია. რენტგენზე, უამრავი ფილტვის ანთება არ ჩანს და ჰისტოლოგიურ ნგრევის დანახვაზე, ხომ ლაპარაკი ზედმეტია. აღდგენითი ეტაპის ზედამხედველობა, ყველაზე მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებისთვის და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის, ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს.

მაგალითად, ზოგს ფილტვების ანთების მკურნალობა, მხოლოდ ანტიბიოტიკი ჰგონია. აღარ გავვრცელდები იმაზე, რომ ფილტვების ანთებების 60 პროცენტზე მეტი, სოკოვანი ეტიოლოგიისაა და სულ არ სჭირდება ანტიბიოტიკი. ზოგადად, კორონამდე ვამბობ, საერთოდ რატომ იყო ამდენი სიკვდილობა ქვეყნად?

მარტო ეკონომიკას, ნუ ვაბრალებთ! ჯანდაცვის პროფილაქტიკური სამსახურის უხეირობა ერთია. მაგრამ ,ადამიანების უკულტურობაც წამყვანია. უამრავი შემთხვევაა, მაგალითად, ფილტვების ანთების მკურნალობის დროს, აღდგენით კურსზე ადამიანების უმრავლესობა წინააღმდეგია, უფულობის გამო.

ანტიბიოტიკის დალევის შემდეგ, მოითქვამს რა სულს, წავა და ბრენდში მოდურ ტანსაცმელს იყიდის. ფილტვის აღდგენაზე კი წამლის ფულს ვერ გაიმეტებს. თუნდაც, ამას ექიმი უანგაროდ თხოვდეს და თავგანწირვით უხსნიდეს გართულების საშიშროებას. უამრავ განადგურებულ ფილტვს ვნახულობ, პლევრიტის ან ფილტვების ანთების მკურნალობის გადატანის შემდეგ აღდგენა რომ არ გაკეთებია.

ამ ადამიანებს, თავი ჯანმრთელი ჰგონიათ. აგრძელებენ სიგარეტის მოწევას და ზედ დამატებული აქვთ… მწეველთა ქრონიკული ბრონქიტი.რომელსაც უპირობოდ მკურნალობა სჭირდება. სადღაც ამ ფილტვს მოუსმინეს. ვიღაცას რეაქცია არ ჰქონია. ყველაფერი კი ფილტვებიდან იწყება.

ფილტვი არის ორგანიზმის მილიარდ სისხლძარღვიანი ქსელის მთავარი მაგისტრალი. არც კიბოთი დაავადებული მოკვდება, არც თირკმელი გაუჩერდება არავის, არც ციროზი გაუმწვავდება და უამრავი სხვა ასეთი, თუ კაპილარული ფილტვის ანთება არ არის საწყისი. ეს ის ტიპია ფილტვების ანთების, კორონას რომ ამწვავებს.

თუ ფილტვი ჯანმრთელია, ადამიანი დიდხანს ცოცხლობს. მაგრამ დაბალი დონის მედიცინის ფონზე, ფილტვების არც რეალური შეფასება ხდება, არც პროფილაქტიკა და არც გულიანი მიდგომა იმაზე, რომ გიჭირს და თავი დაიცავიო. ზოგჯერ გამაოგნებელი ვითარებაა. ადამიანის რენტგენოლოგიურ დასკვნაში, რა თქმა უნდა თუ წაკითხვა იცი, უამრავ პრობლემას ამოიკითხავ და ამაზე ვიღაცას ნათქვამი აქვს არაფერი გჭირსო.

პატარა პრობლემები, დროში დიდ პრობლემურ კონგლომერატებს ქნის. თუ ადამიანს მწირი შესაძლებლობა აქვს, აღდგენითი კურსი, შეიძლება, მორგებული იაფიანი ფიტოთერაპიით განხორციელდეს, ან აფთიაქის იმ ძალიან იაფიანი წამლებით, რომლებიც ზოგ ყბადაღებულ ფირმას ჯერ ხელში არ ჩავარდნია, რამე ფხვნილი არ დაუმატებია ზედ და ფასი არ გაუათმაგებია.

გაიგეთ, რომ მორჩენის ჩვეულებრივი ეტაპია, აღღგენითი სტადიის წარმატებით განხორციელება. მით უმეტეს, თუ ღმერთმა ისეთ ექიმთან მოგახვედრა, ვინაც მექანიზმები საუკეთესოდ იცის და შეუძლია ამ მოცემული, დაავადებული პარენქიმული ქსოვილის ბოლომდე გაჯანსაღება.

გული მტკივა. უამრავი ადამიანი დადის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით… განადგურებული ფილტვით. მათ შორის ბევრს ძლიერი ეკონომიკა აქვს, მაგრამ არავის უთქვამს ეს საშიშიაო.ზოგი ფილტვიდან, ფილტვების ანთების გარეშეც, ტრაქტორის და კომბაინის ერთობლივი ღრიალი მოისმინება, მაგრამ, თურმე ეს მწეველისთვის ჩვეულებრივიაო.

ესაა სრული სიბრიყვე. ამ დროს იმუნიტეტი იცავს სიკვდილისგან. ყველა მწეველთა ბრონქიტს, ფილტვის გაწმენდა და გაჯანსაღება სჭირდება. იმისთვის, რომ ამ ადამიანმა ბევრი წლით მეტი იცოცხლოს. მაგალითად ,ასევე, ამიტომ ხვდებიან გაოცებულები დიალიზზე, დაზიანებული თირკმლის გამო. ვინ არიან ეს ხალხი?

ესენი არიან ისინი, ვინც ფეხზე გადაიტანეს თირკმლების ანთება ან ამ ანთების დროს აღდგენითი კურსები არ ჩაიტარეს. დაავადების მორჩენას, ისევე როგორც ჭრილობის შეხორცებას, თავისი, აუცილებელი, ჰისტოლოგიური დონის ეტაპები აქვს. დაავადების მიმალვა და ჩივილების დახშობა მორჩენა არ არის.

ამდენი კიბო იმიტომ არის ქვეყნად, რომ ესენი ყველა, რომელიმე ორგანოს დაავადების შემდეგ, ბოლომდე მოურჩენელი კატეგორიებია. უამრავი ადამიანი ვიცი, ვისაც პლევრიტის ან ფილტვის ანთების შემდეგ აღდგენა არ გაკეთებია და გარკვეული წლების შემდეგ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში არიან. ჯანსაღ ქსოვილს კიბო არ დაემართება.

წამკურნალება დროებითი სიცოცხლის წყაროა. მორჩენა გულისხმობს, მოცემული ქსოვილის გაჯანსაღებას და აღდგენას. დაბინძურებული ლიმფა რომ დარჩება ორგანიზმი, ის გააგრძელებს სხვადასხვა მიკრობების და ვირუსების ადვილად ჩაჭერას. ჰისტოლოგიურად ჯანსაღი უჯრედი მიკრობს ან ვირუსს არც ჩაიჭერს და არც გაახარებს.

იქ მიკრობი, ან ვირუსი ხელფეხს ვერ გაშლის მავნედ სამოქმედოდ. იქ მდგრადი იმუნოლოგიური რეაქციები, ისე მიდის, რომ ვირუსი ვერ დამკვიდრდება. ასეა კოვიდის დროსაც. ვენების პრობლემა, რომელიც რაღაც დონეზე ყველას აქვს, ეს ხომ დაბინძურებული ლიმფის პრობლემაა.

სრული იდიოტობაა ამ დროს, ე.წ. გამათხიერებელი. ჯერ ლიმფა უნდა გასუფთავდეს, სრული იდიოტობაა ამ დროს, ე.წ. გამათხიერებელი. ჯერ ლიმფა უნდა გასუფთავდეს, შემდეგ ვენის კედლის ჰისტოლოგია უნდა გამოსწორდეს, ყველა დარღვეული ფიზიოლოგიური რეაქცია გასწორდეს. ე.წ. გამათხიერებელი დროებითი ცოცხია. ვენის კედლის აღდგენაა მკურნალობა და არა დროებითი გამოხვეტა მიკროთრომბების.

მილიონი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუ როგორ არასწორად მიდის მკურნალობები და თავისი უდიერობით ადამიანები როგორ იმოკლებენ სიცოცხლეს. ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ იგივე მოხდება გამოჯანმთელებული კოვიდის დროს. ამიტომ მინდა თქვენივე დიდხანს სიცოცხლისათვის გაგაფრთხილოდ.

დამთავრდა კოვიდი და მორჩით? გილოცავთ! მაგრამ კოვიდის დამთავრება, არ არის საკმარისი. თქვენ უნდა იცოცხლოთ დიდხანს. ამიტომ , ნარჩენი მოვლენების მართვაა საჭირო? არ ყვირიან? კარგად ხართ? თითქმის არაფერი არ ყვირის, ინფარქტის და რადიკულიტის გარდა, ფილტვები დაიცავით. ყველა დაავადების დროს დახმარება უნდა ტვინის და ფილტვის უჯრედებს.

ნებისმიერი დაავადების დროს, ყველაზე მეტად ისინი იბრძვიან ორგანიზმის დასაცავად. თუ ტვინის უჯრედები ჯანსაღია, ადამიანი ყველაფერს უმკლავდება. შეგიძლიათ წაიკითხოთ, ჩემი მგონი 17 თავიანი სტატია…

რა ვუშველოთ ტვინს და მეხსიერებას. იქ ის პროდუქტებია ჩამოთვლილი, რომლებიც ტვინს უყვარს თავისი უჯრედების გამოსაცოცხლებლად. თუ კოვიდის შემდეგ ტვინის აღდგენას არ შეეცდებით, შეიძლება დროთა განმავლობაში საქმე გაფანტულ სკლეროზამდე მივიდეს.

მეცნიერთა დასკვნით, კოვიდის ერთ-ერთი გართულება გაფანტული სკლეროზია. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ დაავადების შემდეგ, ორგანიზმის სრულფასოვან აღდგენაზე არ ვიზრუნეთ. ამაზე კონცენტრირებაა საჭირო და მონდომება. დღეს თანამედროვე მედიცინაში გაფანტული სკლეროზის არც მკურნალობაა პრობლემა და არც პროფილაქტიკა.

ყველაფერი ახსნილია მეცნიერულად და ყველაფრის შეჩერება და გაუმჯობესება შეიძლება. ნებისმიერი დაავადება, ვირუსი ბაქტერია და სხვა, ყველა ორგანოს აზიანებს რაღაც დონეზე. მაგრამ რომელი დაავადებაც არ უნდა გამოიკვეთოს, ყველაზე მეტ დარტყმას იღებს…

ღვიძლი, ტვინი და ფილტვი. სხვა ორგანოებმა უფრო შეიძლება იყვირონ. მაგალითად, გულმა ან ნერვულმა წნულმა. ასეა კოვიდის დროს. უმსუბუქესი ფორმაც რომ გადაიტანოთ, თქვენ უნდა იზრუნოთ— ფილტვის, ტვინის და ღვიძლის ბოლომდე გაჯანსაღებაზე. თუ ფული არ გაქვთ, ამას თქვენი პირადი ექიმი ,მარტივი მეთოდებითაც მოგიგვარებთ.

პრობლემა ხომ არ არის, მაგალითად, აღმდგენი ამინომჟავა მიიღოთ. მაგალითისათვის ,ტრადიციულად ცნობილი და მოსახლეობაში დანერგილი… ნოოტროპილების ჯგუფის და ასე შემდეგ.

თბილად იყავით, სითბური ბალანსი შეინარჩუნეთ. ისევ არ გაცივდეთ. ნატურალური ვიტამინები მიიღეთ. ფილტვი, ღვიძლი და ტვინი აკონტროლეთ. ამ სამი ორგანოს აღდგენით კურსს რომ ჩაიტარებთ, განსაკუთრებით ფილტვების, მაშინ იქნება კოვიდი ბოლომდე დამარცხებული.

გიმეორებთ აღდგენითი ეტაპის განხორციელება, სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორ ყველა დაავადების დროს, ასევე კოვიდის დროს. ჩივილების მიმალვა არ არის მორჩენა. მორჩენა არის, პარენქიმის, ჰისტოლოგიის დონეზე დალაგება. კრებსის ციკლის ყველა ფიზიოლოგიური რეაქციის სწორად ჩაყენება.

იცოდეთ ეს შეიძლება ძალიან მწირი ეკონომიკითაც, თუ გულით მოხდება მიდგომა. იცოდეთ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. უჯრედული რეაქციები სწორად და ბოლომდე თუ არ აღდგება, ის ქსოვილი სიმსივნის მისაღებად მზად არის ან ლოკალური დაავადებისთვის. არ დააიგნოროთ გამოჯანმრთელების აღდგენითი სტადია.

არ მოგატყუოთ იმან, რომ ჩივილები აღარ გაქვთ. მაღალი დონის მედიცინის დოგმა და ჭეშმარიტებაა აღდგენითი სტადიის მკურნალობა.
თუ პაციენტს ეკონომიკა მწირი აქვს, მოხერხებულ ექიმს 50 ლარის მედიკამენტებითაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის პროფილაქტიკა.

თაფლი და თაფლის პროდუქტები მიიღეთ. ვაშლის ძმარი, თითო ჩაის კოვზი, ერთ ჭიქა წყალში ხშირად გამოიყენეთ. კურკუმას და ნიორსაც ნუ დაივიწყებთ. ბევრი წყალი მიიღეთ, თუ წყალი არ გიყვართ, ონკანთან ყველაზე ძვირფასი მაღალფეხიანი ფუჟერი დადგით და იმის ნახევარი მაინც ხშირად დალიეთ.

ასე უფრო მიმზიდველი იქნება მიღება. უშნო ჭიქაც ფსიქოლოგიური ძალადობაა. რაც გსიამოვნებს ის უფრო შეგერგება. ნუ მიატოვებთ ორგანიზმს, 10 დღის მკურნალობის ამარა.

30 წლიდან ადამიანის ორგანიზმი ყოველდღე ბერდება და მას, ისედაც, უნდა პერიოდულად, რაღაც ნაყენები. მისი სწორად შერჩევა თქვენს ექიმს მიანდეთ. ოთახი ხშირად გაანიავეთ“ – წერს ტოტოჩავა.

გაზიარება331

დაკავშირებული -პოსტები

“წყალტუბოს პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება” – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
“წყალტუბოს პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება” – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი ლაშა ბერეკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, იმის თაობაზე რომ წყალტუბოს პარკი კატასტროფულ მდგომარეობაშია და იქ გავლა საშიშია. "მეგა ტვ"-სთვის მოწოდებულ განცხადებაში ცენტრი...

დაწვრილებითDetails

ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს
მთავარი

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 710...

დაწვრილებითDetails

კატასტროფულ მდგომარეობაშია ცენტრალური პარკი წყალტუბოში, იქ გავლა საშიშია – ლაშა ბერეკაშვილი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო-2025“ გაიმართება
მთავარი

„რეალურად, გვაქვს უმნიშვნელოვანესი კურორტი და ქუთაისის აეროპორტი, როგორც დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, თუმცა ამ ორ ლოკაციას შორის პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა არ არსებობს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ Travel To Georgia-ს დირექტორმა და...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
მთავარი

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის...

დაწვრილებითDetails

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
მთავარი

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ...

დაწვრილებითDetails

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

იტალიაში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რომში, ჯოვანი ბატისტა დე ლა სალის მოედანზე მოხდა. 57 წლის ქართველი პოლიციამ შენიშნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებსა...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები დღეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

9 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება:   1 აშშ დოლარი 2.6384 ლარი. გამყარება 0.09 თეთრი; 1 ევრო 3.0109 ლარი. გამყარება 0.58 თეთრი; 1...

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან საინტერესო სიახლე გელოდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება....

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 9 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად...

დაწვრილებითDetails

ცნობილი საოპერო მომღერალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ავრცელებს.   „ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"