LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ

რა განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ

დაპოსტა 2020/11/18-ში
A A
290
ნახვა
გაზიარება

პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩევნებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც ინაშვილმა განაცხადა, მან დააფიქსირა მისი პარტიის პოზიცია, რომ ხელახალი არჩევნების გარდა ვითარების გამოსწორების გზა არ არსებობს.

“სახელმწიფო მდივნის მოადგილე არის ინფორმირებული საქართველოში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა. დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რასაც საჯაროდ ვაფიქსირებ ხოლმე – აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. სხვა ვარიანტი ვითარების გამოსწორების ჩემი და ჩვენი პარტიის აზრით, არ არსებობს. ესაა ჩვენი პოზიცია და გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ინაშვილმა.

„შეხვედრა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებით, თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვქონდა ღია და კარგი საუბარი. გავაცანით ჩვენი პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად, მოვისმინეთ ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს აშშ ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ არ ვასაჯაროებთ საუბრების დეტალებს, არც წინა დიალოგის და არც ამ შეხვედრის დეტალებს.

ჩვენი პოზიცია არის იგივე, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კონსტრუქციულად და გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას, რომელიც უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და გაყალბებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს,“- განაცხადა ”ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა იმის დასტურია, რომ აშშ-ს ესმის, რამდენად ღრმაა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და როგორ სჭირდება ქვეყანას სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება.

როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გზავნილი იყო ის, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის კომპრომისი უნდა გამოინახოს.

„უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმიტომ, რომ იმ ძალიან მძიმე დროს, რომელიც ჩვენ რეგიონში არის, მან მონახა საშუალება ჩამოვიდეს. ჩემი 45 – წლიანი გამოცდილებიდან გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, რუსეთის გავლენის აგენტები არიან. რეალურად, ძალიან ბევრს ნიშნავს. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროპის კავშირს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია იმ დარღვევების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.

„გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქედან, თუ რაოდენ რთულია ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა და ვითარება რეგიონში, რაოდენ რთულია ის, რომ მთელი მსოფლიო არის გაყინული და ებრძვის კორონავირუსს, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენს უკან დგას საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ“,-განაცხადა ვაშაძემ.

„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მოწოდება არის შეთანხმებისკენ. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება რეალურად. ოპოზიციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდში მზად ვართ მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქ არ არის იმაზე, მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ, მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. როგორც ჩვენსკენ იყო გზავნილები, ისე მათკენ იყო გზავნილები, რომ დეპოლარიზაცია და კატასტროფული დაპირისპირების ფონი ქვეყანაში უნდა მოიხსნას. რაც შეეხება მოთხოვნებს, ჩვენ დამატებით მოთხოვნებს არ ვაყენებთ“, – განაცხადა ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„შეხვედრის მიზანი იყო, მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა მან საკუთარი ხედვაც გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა. მისი მხრიდან შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არს სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს, რომელიმე განვითარებული ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! ასე ავუხსენით… ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო. პარლამენტში კი ამ რეალობაში არც ერთი პარტია არ შევა“, – განაცხადა ”გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ჩვენ ჩვენი ვუთხარით. ვუთხარით, ძალიან კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ არ მუშაობს ინსტიტუციები.მაგალითად,როგორ არ იღეს ყურად საჩივრები საოლქო კომისიაში, სასამართლოში, როგორი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო ცესკო-მ და ა.შ. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გავაცანით, ჩვენი პოზიცია დავასაბუთეთ და არგუმენტები ვუთხარით. მათი მხრიდან ერთადერთი რაც იყო, არის წუხილი. მათ უნდათ, რომ პარლამენტი, დემოკრატია ფუქნციონირებდეს. არჩევნებისადმი რწმენა იყოს ა. შ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, შეხვედრისას შესთავაზეს, თუ არა ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტში შესვლა ელისაშვილი პასუხობს, რომ „აქ, ხელის გადაწევაზე და დარწმუნებაზე არ იყო. უბრალოდ, მათ გვითხრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მოვლენათა განვითარება და მათ ეს წარმოუდგენიათ მშვიდად და წყნარად“. –  აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

გაზიარება116

დაკავშირებული -პოსტები

ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ქუთაისში მცხოვრები 989 ბავშვი ერთჯერად დახმარებას მიიღებს
მთავარი

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 710...

დაწვრილებითDetails

კატასტროფულ მდგომარეობაშია ცენტრალური პარკი წყალტუბოში, იქ გავლა საშიშია – ლაშა ბერეკაშვილი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო-2025“ გაიმართება
მთავარი

„რეალურად, გვაქვს უმნიშვნელოვანესი კურორტი და ქუთაისის აეროპორტი, როგორც დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, თუმცა ამ ორ ლოკაციას შორის პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა არ არსებობს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ Travel To Georgia-ს დირექტორმა და...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
მთავარი

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის...

დაწვრილებითDetails

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
მთავარი

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ...

დაწვრილებითDetails

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

იტალიაში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რომში, ჯოვანი ბატისტა დე ლა სალის მოედანზე მოხდა. 57 წლის ქართველი პოლიციამ შენიშნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებსა...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები დღეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

9 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება:   1 აშშ დოლარი 2.6384 ლარი. გამყარება 0.09 თეთრი; 1 ევრო 3.0109 ლარი. გამყარება 0.58 თეთრი; 1...

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა ან საინტერესო სიახლე გელოდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება....

დაწვრილებითDetails

9 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 9 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად...

დაწვრილებითDetails

ცნობილი საოპერო მომღერალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ავრცელებს.   „ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ჟურნალისტის ფოტოდან ამოჭრის ფაქტზე ქარტია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს. ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"