LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
19 და 20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას – მიხეილ რამიშვილის სკანდალური განცხადება

ეს არის ჯგუფური მკვლელობა – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

დაპოსტა 2020/10/23-ში
A A
364
ნახვა
გაზიარება

პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას „ჯგუფურ მკვლელობას“ უწოდებს. მისი განცხადებით, ადვოკატები სისხლის სამართლის საქმის 28 ტომს გაეცნენ, სადაც გამოძიების ბუნდოვანება იკვეთება. ადვოკატის განმარტებით, ირკვევა, რომ „მედიკამენტი, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინეს და ამავდროულად აღმოაჩინეს მის ავტომობილშიც, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არ არის აფთიაქში ნაყიდი“.

„არ ემთხვევა ქვითრები, რაც იქ იყიდა და ასევე არ დასტურდება ფარმაცევტების მიერ მიცემულ ჩვენებებში, აუდიოჩანაწერებში, რომ ის ბაჩალიაშვილის მიერ იყოს შეძენილი. ირკვევა, რომ ავტომობილში აღმოჩენილი ცარიელი ფირფიტები, ვადაგასული წამლები, არ არის ბაჩალიაშვილის მიერ შეძენილი და მას არ ეკუთვნის. ეს არის ვინმეს მიერ ჩადებული. დიახ, ეს არის ჯგუფური მკვლელობა, ეს არის დაგეგმილი. ის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ აფთიაქარს მედიკამენტის დასახელებას ეუბნება, მაგრამ არ იცის რისთვის გამოიყენება და ამბობს, რომ ამ წამლის შეძენა ვიღაცამ დაავალა, ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ თამარს წარმოდგენაც არ ჰქონდა, საერთოდ რის აბებს ყიდულობდა“, – განაცხადა რამიშვილმა.

საქმის მასალების შესახებ ისაუბრა ბაჩალიაშვილის ოჯახის კიდევ ერთმა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.

„საქმეში დევს ფარმაცევტების ჩვენება, რომ კამერებთან ერთად იწერებოდა მომხმარებლებისა და ფარმაცევტების საუბრები. ძალიან ბუნდოვანია ის ფაქტიც, რომ თამარი შედის ოთხ სხვადასხვა აფთიაქში და ყიდულობს სხვადასხვა წამალს. ძირითადად მისი მიზანი იყო ის, რომ ოთხ სხვადასხვა აფთიაქში ეყიდა სხვადასხვა ოთხი წამალი. ორ შემთხვევაში იხდის ნაღდი თანხით, ორ შემთხვევაში კი ბარათით. თუმცა, არის ამონაწერი, როდესაც ფარმაცევტს ერთ-ერთი წამლის დასახელებას ეუბნება. ფარმაცევტმა ვერ გაიგო დასახელება და სთხოვა, განემარტა ან მიეწოდებინა ის ფურცელი, რაზედაც წამლის სახელი ეწერა. თამარი კი პასუხობს ასეთ რამეს, რომ არ იცის ამ წამლის დანიშნულება, ის სხვამ დააბარა და სხვისთვის ყიდულობს. საქმეს ბოლომდე გავეცანი და ვერ დავინახე, რომ გამოძიებას შეუძლია დადოს შემაჯამებელი სურათი და დახუროს საქმე.

საქმეში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რასთან მიმართებითაც გამოძიებას ამ დრომდე პასუხი არ აქვს და ამაზე საუბარიც იყო. ეს არის მანქანაში აღმოჩენილი სისხლის წვეთები. სისხლის წვეთები აღმოჩენილია ორ პირბადეზე, ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ, სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს ასეთ რაღაცას, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები შხეფების სახით ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე, მანქანის ხალიჩებზე, ტელეფონსა და ფეხსაცმელზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დაადგინა ჩვენმა ექსპერტიზამ. ზუსტად ამიტომ ვითხოვდით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქმეში ჩართულიყო საერთაშორისო ექსპერტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის დაედგინათ და საქმეზე მეტი ჭეშმარიტება ყოფილიყო“, – განაცხადა ქობესაშვილმა.

გაზიარება146

დაკავშირებული -პოსტები

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს 4 პირი, რომლებმაც თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“ხომ არ გავცვალოთ ადგილები?” – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე
მთავარი

ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
,,სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ღარიბაშვილი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება - ამის შესახებ "ტვ პირველს" ექს-პრემიერის ცოლის დამ, ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა უთხრა. თამაზაშვილმა რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. "დღეს იქნება მისი განცხადება დღის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ საქმეზე სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.   დღევანდელ პროცესს ბრალდებული ექსპრემიერი არ ესწრებოდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
აქცია ქუთაისის პროკურატურასთან –
მთავარი

აქცია ქუთაისის პროკურატურასთან - ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს. ოჯახის წევრების თქმით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და დევნის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია – ამოღებულია 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე “ჰაშიში”

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

სპეცოპერაცია რუსთავში - კრიმპოლმა ავტომანქანის საბურავებიდან 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე "ჰაშიში" ამოიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 33 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ავტომანქანის საბურავებიდან ამოიღეს - სპეცოპერაცია რუსთავში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე ნაპოვნი ბიჭის გარდაცვალების შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი – რას ითხოვს ოჯახი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“სასტიკადაა ნაცემი” -თემო ხადურის ტრაგიკულ სიკვდილზე  საუბრობს ოჯახის ახლობელი
მთავარი

23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა - დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა. დასკვნაში წერია, რომ გვამის...

დაწვრილებითDetails

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"