LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
19 და 20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას – მიხეილ რამიშვილის სკანდალური განცხადება

ეს არის ჯგუფური მკვლელობა – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

დაპოსტა 2020/10/23-ში
A A
359
ნახვა
გაზიარება

პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას „ჯგუფურ მკვლელობას“ უწოდებს. მისი განცხადებით, ადვოკატები სისხლის სამართლის საქმის 28 ტომს გაეცნენ, სადაც გამოძიების ბუნდოვანება იკვეთება. ადვოკატის განმარტებით, ირკვევა, რომ „მედიკამენტი, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინეს და ამავდროულად აღმოაჩინეს მის ავტომობილშიც, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არ არის აფთიაქში ნაყიდი“.

„არ ემთხვევა ქვითრები, რაც იქ იყიდა და ასევე არ დასტურდება ფარმაცევტების მიერ მიცემულ ჩვენებებში, აუდიოჩანაწერებში, რომ ის ბაჩალიაშვილის მიერ იყოს შეძენილი. ირკვევა, რომ ავტომობილში აღმოჩენილი ცარიელი ფირფიტები, ვადაგასული წამლები, არ არის ბაჩალიაშვილის მიერ შეძენილი და მას არ ეკუთვნის. ეს არის ვინმეს მიერ ჩადებული. დიახ, ეს არის ჯგუფური მკვლელობა, ეს არის დაგეგმილი. ის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ აფთიაქარს მედიკამენტის დასახელებას ეუბნება, მაგრამ არ იცის რისთვის გამოიყენება და ამბობს, რომ ამ წამლის შეძენა ვიღაცამ დაავალა, ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ თამარს წარმოდგენაც არ ჰქონდა, საერთოდ რის აბებს ყიდულობდა“, – განაცხადა რამიშვილმა.

საქმის მასალების შესახებ ისაუბრა ბაჩალიაშვილის ოჯახის კიდევ ერთმა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა.

„საქმეში დევს ფარმაცევტების ჩვენება, რომ კამერებთან ერთად იწერებოდა მომხმარებლებისა და ფარმაცევტების საუბრები. ძალიან ბუნდოვანია ის ფაქტიც, რომ თამარი შედის ოთხ სხვადასხვა აფთიაქში და ყიდულობს სხვადასხვა წამალს. ძირითადად მისი მიზანი იყო ის, რომ ოთხ სხვადასხვა აფთიაქში ეყიდა სხვადასხვა ოთხი წამალი. ორ შემთხვევაში იხდის ნაღდი თანხით, ორ შემთხვევაში კი ბარათით. თუმცა, არის ამონაწერი, როდესაც ფარმაცევტს ერთ-ერთი წამლის დასახელებას ეუბნება. ფარმაცევტმა ვერ გაიგო დასახელება და სთხოვა, განემარტა ან მიეწოდებინა ის ფურცელი, რაზედაც წამლის სახელი ეწერა. თამარი კი პასუხობს ასეთ რამეს, რომ არ იცის ამ წამლის დანიშნულება, ის სხვამ დააბარა და სხვისთვის ყიდულობს. საქმეს ბოლომდე გავეცანი და ვერ დავინახე, რომ გამოძიებას შეუძლია დადოს შემაჯამებელი სურათი და დახუროს საქმე.

საქმეში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რასთან მიმართებითაც გამოძიებას ამ დრომდე პასუხი არ აქვს და ამაზე საუბარიც იყო. ეს არის მანქანაში აღმოჩენილი სისხლის წვეთები. სისხლის წვეთები აღმოჩენილია ორ პირბადეზე, ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ, სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს ასეთ რაღაცას, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები შხეფების სახით ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე, მანქანის ხალიჩებზე, ტელეფონსა და ფეხსაცმელზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დაადგინა ჩვენმა ექსპერტიზამ. ზუსტად ამიტომ ვითხოვდით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქმეში ჩართულიყო საერთაშორისო ექსპერტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის დაედგინათ და საქმეზე მეტი ჭეშმარიტება ყოფილიყო“, – განაცხადა ქობესაშვილმა.

გაზიარება144

დაკავშირებული -პოსტები

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცავებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში...

დაწვრილებითDetails

სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერის ნაწილი, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრაზე ინსტრუქტაჟის მიღების ფაქტია ასახული. "ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შსს-ს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 45 უცხოელი არალეგალი, მათ შორის –...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა
მთავარი

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი, 1994 წელს დაბადებული უ.ს. და 1993 წელს...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"