დასკვნაში წერია, რომ გვამის ლპობიდან გამომდინარე თემო ხადურის სიკვდილის მიზეზის და თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა ამავე დასკვნაში წერია, რომ ახალგაზრდა კაცს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებსა ქუთუთოებში, რომელიც სიკვდილამდე ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული.
ეს გარემოება ოჯახს კიდევ უფრო უმყარებს ეჭვებს, რომ მკვლელობის ჩაფარცხვას აქვს ადგილი. საუბარია 2024 წელს მომხდარ ფაქტზე, როცა თბილისიდან ქუთაისისკენ მიმავალ თემო ხადურს პოლიცია აედევნა, ამის შემდეგ ახალგაზრის კვალი იკარგება. სამ დღეში გარდაცვლილი სტიქაროსნის ცხედარი მდინარე წაჩხურაში მწყემსმა ოპოვა.
გარდაცვლილი სტიქაროსანის დედა, ნინო გვიშიანი ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელების დასასჯელად ბოლომდე იბრძოლებს .
შვილმკვდარი დედა დღეს 12:00 საათზე, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან აქციას გამართავს – ნინო გვიშიანი ყველას მოუწოდებს, რომ არა მისი შვილის საფლავთან, არამედ სწორედ პროკურატურასთან მივიდნენ.
ქალი გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს სთხოვს, ბოლომდე მიიყვანოს მისი შვილის მკვლელობის საქმე, რომელიც თავადვე დაიწყო, როდესაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ორი წელია ჩემი ოჯახისთვის არა და არ დადგა სამართალი. გუშინ გავეცანით სამედიცინო ექსპერტიზას, კომისურს, გამოვაქვეყნე და ნახეთ ალბათ, როგორი გამეტებული ჰყავთ ჩემი სიმწრით ნაზარდი და და ნანოლიავები შვილები. დღეს ორი წელი გახდა ჩემი ოჯახის ამ ტრაგედიიდან. მე მოგმართავთ ყველას – გელოდებით არა საფლავზე არამედ პროკურატურასთან. 12:00 ერთად დავიტიროთ ჩემი შვილი ნატანჯი სხეული და ერთად მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას. პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პოლიციელი, ვინც ამ საქმეში ურევია. სიკვდილამდე, ბოლომდე ჩავყვები. არ გავჩერდები შენთვის შვილო “, – ამბობს ნინო გვიშიანი.
თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.
მომწეები, რომელთა ჩვენებები საქმეში დევს, ამტკიცებენ, რომ თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნას ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.










