LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ავტომობილი, რომელსაც წესით უნდა ჰქონდეს ინსპექტირება გავლილი, მაგრამ შავ გამონაბოლქვს უშვებს, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებასაც იწვევს” – ეკა ლალიაშვილი

“ავტომობილი, რომელსაც წესით უნდა ჰქონდეს ინსპექტირება გავლილი, მაგრამ შავ გამონაბოლქვს უშვებს, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებასაც იწვევს” – ეკა ლალიაშვილი

დაპოსტა 2019/09/13-ში
A A
97
ნახვა
გაზიარება

ინსპექტირების ცენტრების ძირითად ნაწილში შემოწმება სტანდარტს შეესაბამება, მაგრამ თავიდან ვერ ვიცილებთ ერთჯერად მანიპულაციებს, რასაც მძღოლები მიმართავენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა მძღოლებს ავტომობილის შეკეთებას ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ. ამასთან, პრობლემად რჩება ქუჩებში იმ მანქანების გადაადგილება, რომელთაც ტექინსპექტირება ვერ გაიარეს. ამიტომ, ეკა ლალიაშვილის განმარტებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, სხვა შემთხვევაში რეფორმა შეიძლება არაეფექტურად ჩაითვალოს.

„ტექინსპექტირების წლევანდელი წელი პრაქტიკულად იწურება. შეიძლება ითქვას, რომ გამართულობის თვალსაზრისით, უკეთესობაა. იცით, ჩვენი ავტოპარკი რა ვითარებაშია და მისი ბოლომდე გამოსწორების მოლოდინი არ იყო, მაგრამ სერიოზულ გამოწვევად რჩება გამონაბოლქვი. ავტომობილი, რომელსაც წესით უნდა ჰქონდეს ინსპექტირება გავლილი, მაგრამ შავ გამონაბოლქვს უშვებს, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებასაც იწვევს. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისგან მოვისმინოთ შემდეგი ნაბიჯები და გეგმები, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლიდან იმისათვის, რომ გამონაბოლქვი აღარ ვიხილოთ ქუჩაში. ჯერჯერობით ასეთ გეგმას ვერც ვხედავთ და ვერც ვისმენთ“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ის პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრირების მექანიზმი კიდევ უფრო გასამკაცრებელია. მისივე თქმით, ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აუცილებელია.

„ჩვენ მიზნად გვესახება გამონაბოლქვის კონტროლი ქუჩაში. ვიცით, რომ გარკვეული გეგმები არის, აქტიურად დაანონსება გვსურს, რათა ყველა მძღოლმა გაიგოს, რომ მობილიზებულები იყვნენ და თავადაც ჰქონდეთ მოლოდინი – თუ მათი მანქანები დასაშვებ ნორმაზე მეტ გამონაბოლქვს უშვებენ, დაჯარიმდებიან. განცდა უნდა შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. ეს განცხადება და ამისი ადმინისტრირება სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. მეორე მხრივ, ვსაუბრობთ, რომ აღსრულების მექანიზმი, 30 დღიანი კალენდარული დღის ნაცვლად, შეიცვალოს და იყოს უფრო ნაკლები – 72 საათი. ამაზეც იყო საუბარი. საკანონმდებლო ინიციატივა, როგორც ვიცით, მომზადებულია, ოღონდ ამას სჭირდება ნაბიჯების დროულად გადადგმა და არა – გაწელვა“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

თეგები: ავტომოილების ინსპექტირებაგამონაბოლქვიტექდათვალიერებაჯარიმა
გაზიარება63

დაკავშირებული -პოსტები

სამეგრელოში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სენაკში სხვადასხვა პროფილის ობიექტები შეამოწმეს. გამოვლენილი დარღვევების გამო  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. შპს ცენტრალური ბაზრის ობიქეტზე (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ....

დაწვრილებითDetails

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ჯარისკაცი, რომელიც კლინიკაში დაჭრილი შეიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გორის სამედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21  ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის...

დაწვრილებითDetails

პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
მთავარი

ზესტაფონში ღვაწლმოსილი პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე  გარდაიცვალა . სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   ზესტაფონის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ვენერა ბოჭოიძე, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.მან სიყვარულით, სიბრძნითა და ღირსებით განვლო საუკუნოვანი ცხოვრება...

დაწვრილებითDetails

ბუნებრივი აირის გამათბობელი აალდა, შედეგად დედა-შვილი დაშავდა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ბუნებრივი აირის გამათბობელი აალდა, შედეგად დედა-შვილი დაშავდა
მთავარი

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მისმა მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

სამართალდარღვევები დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. შუახევის, სენაკის, მარტვილის, წალენჯიხის, აბაშის, წყალტუბოს, ტყიბულის, ხარაგაულის, ბორჯომის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე გამოვლინდა მოპოვებული...

დაწვრილებითDetails

ხონში, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ხონში, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
მთავარი

14 ნოემბერს 16:00 საათზე ხონის კულტურის ცენტრში ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. "ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ქართული კინოსა და...

დაწვრილებითDetails

რუსეთში აივინფექციამ იფეთქა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ღეროვანი უჯრედები შიდსის წინააღმდეგ-მეცნიერების ახალი მიგნება
მთავარი

რუსეთში აივინფექციის გავრცელებამ კლასიკური რისკ-ჯგუფების საზღვრები გაარღვია და ფართო მოსახლეობა მოიცვა. ეპიდემიოლოგების მონაცემებით, ქვეყნის 27 რეგიონში ვირუსი ორსული ქალების 1%-ზე მეტს უდასტურდება, რაც საერთაშორისო კლასიფიკაციით გენერალიზებული ეპიდემიის მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემებით,...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ” – ირაკლი კირცხალია

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
“ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს”-ირაკლი კირცხალია
მთავარი

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და...

დაწვრილებითDetails

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და...

დაწვრილებითDetails

ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
მთავარი

დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ერთ-ერთი პირი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ნემო ბურჭულაძე 1990-1991 წლებში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"