LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ავტომობილი, რომელსაც წესით უნდა ჰქონდეს ინსპექტირება გავლილი, მაგრამ შავ გამონაბოლქვს უშვებს, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებასაც იწვევს” – ეკა ლალიაშვილი

“ავტომობილი, რომელსაც წესით უნდა ჰქონდეს ინსპექტირება გავლილი, მაგრამ შავ გამონაბოლქვს უშვებს, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებასაც იწვევს” – ეკა ლალიაშვილი

დაპოსტა 2019/09/13-ში
A A
97
ნახვა
გაზიარება

ინსპექტირების ცენტრების ძირითად ნაწილში შემოწმება სტანდარტს შეესაბამება, მაგრამ თავიდან ვერ ვიცილებთ ერთჯერად მანიპულაციებს, რასაც მძღოლები მიმართავენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა მძღოლებს ავტომობილის შეკეთებას ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ. ამასთან, პრობლემად რჩება ქუჩებში იმ მანქანების გადაადგილება, რომელთაც ტექინსპექტირება ვერ გაიარეს. ამიტომ, ეკა ლალიაშვილის განმარტებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, სხვა შემთხვევაში რეფორმა შეიძლება არაეფექტურად ჩაითვალოს.

„ტექინსპექტირების წლევანდელი წელი პრაქტიკულად იწურება. შეიძლება ითქვას, რომ გამართულობის თვალსაზრისით, უკეთესობაა. იცით, ჩვენი ავტოპარკი რა ვითარებაშია და მისი ბოლომდე გამოსწორების მოლოდინი არ იყო, მაგრამ სერიოზულ გამოწვევად რჩება გამონაბოლქვი. ავტომობილი, რომელსაც წესით უნდა ჰქონდეს ინსპექტირება გავლილი, მაგრამ შავ გამონაბოლქვს უშვებს, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებასაც იწვევს. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისგან მოვისმინოთ შემდეგი ნაბიჯები და გეგმები, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლიდან იმისათვის, რომ გამონაბოლქვი აღარ ვიხილოთ ქუჩაში. ჯერჯერობით ასეთ გეგმას ვერც ვხედავთ და ვერც ვისმენთ“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ის პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრირების მექანიზმი კიდევ უფრო გასამკაცრებელია. მისივე თქმით, ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აუცილებელია.

„ჩვენ მიზნად გვესახება გამონაბოლქვის კონტროლი ქუჩაში. ვიცით, რომ გარკვეული გეგმები არის, აქტიურად დაანონსება გვსურს, რათა ყველა მძღოლმა გაიგოს, რომ მობილიზებულები იყვნენ და თავადაც ჰქონდეთ მოლოდინი – თუ მათი მანქანები დასაშვებ ნორმაზე მეტ გამონაბოლქვს უშვებენ, დაჯარიმდებიან. განცდა უნდა შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. ეს განცხადება და ამისი ადმინისტრირება სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. მეორე მხრივ, ვსაუბრობთ, რომ აღსრულების მექანიზმი, 30 დღიანი კალენდარული დღის ნაცვლად, შეიცვალოს და იყოს უფრო ნაკლები – 72 საათი. ამაზეც იყო საუბარი. საკანონმდებლო ინიციატივა, როგორც ვიცით, მომზადებულია, ოღონდ ამას სჭირდება ნაბიჯების დროულად გადადგმა და არა – გაწელვა“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

თეგები: ავტომოილების ინსპექტირებაგამონაბოლქვიტექდათვალიერებაჯარიმა
გაზიარება63

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.   საქმეზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება – რას წერს მოკლული ბიჭის დეიდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე...

დაწვრილებითDetails

12 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +25, +30°;...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"