ონალინ მედია “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი 3 თვით თანამდებობას ტოვებს და “ევროპული საქართველოს” საარჩევნო კამპანიაში ერთვება. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
მოკლედ, ასეთი ამბავია:
დაგვადგა ნათელი!გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი.ფოთი, ხობი, სენაკი.ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს:1. ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები – სანამ კამპანიაა.2. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას.3. ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ – გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში – შემეხმიანეთ.
ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ – როგორ მოვიგოთ.