მაჰონის ოჯახის ძაღლის, ბადის შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მწირი ინფორმაცია გვაქვს როგორც მეცნიერებს, ასევე საზოგადოების დანარჩენ წევრებს ამ პრობლემის შესახებ. ბადი პირველი ძაღლია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და გარდაიცვალა. ვეტერინარებმა ბადის სიკვდილის მიზეზად ლიმფომა დაასახელეს, რომლის შესახებაც ოჯახმა ბოლო დღეს გაიგო, თუმცა გაურკვეველია, სიმსივნემ დაასუსტა ბადი, ვირუსმა გამოიწვია სიმსივნე, თუ ეს უბრალოდ საბედისწერო დამთხვევა იყო. ბადის ოჯახს ვირუსთან მებრძოლ დანარჩენ სამყაროსთან ერთად ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.
არ არსებობს არანაირი სარწმუნო მტკიცებულება, რომ დაავადებამ უფრო დაასუსტა ეს ძაღლები, თუმცა არც ამის საპირისპიროდ არსებობს ემპირიული ცოდნა.
სწორედ იმიტომ, რომ შინაურ ცხოველებს არ ვამოწმებთ კორონავირუსზე, არ გვაქვს საკმარისი ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით -ამბობს ვეტერინარი ბოიდ პარი.