ქუთაისს 26 კაციანი პოლონური ფოლკლორული ანსამბლი კონიაკოვიდან ეწვია. მოქალაქეები პოლონური ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ნიმუშებს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაეცვნენ. ღონისძიება პოლონეთის საელჩოსა და ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა. ოქტომბრის დასაწყისში კი ევროპული მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ვიზიტორებს ქართულ-პონოლური ურთიერთობის ამსახველი სურათების ნახვა შეეძლებათ.
ვალუტის კურსი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....








