ქუთაისს 26 კაციანი პოლონური ფოლკლორული ანსამბლი კონიაკოვიდან ეწვია. მოქალაქეები პოლონური ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ნიმუშებს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაეცვნენ. ღონისძიება პოლონეთის საელჩოსა და ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა. ოქტომბრის დასაწყისში კი ევროპული მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ვიზიტორებს ქართულ-პონოლური ურთიერთობის ამსახველი სურათების ნახვა შეეძლებათ.
“ტალკის შემცველი პუდრის გამოყენებამ საკვერცხის კიბო გამოიწვია” – სკანდალი Johnson & Johnson-ის გარშემო
ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Johnson & Johnson-მა განაცხადა, რომ აშშ-ში ტალკის შემცველ ბავშვის პუდრასთან დაკავშირებული სასამართლო სარჩელის მოსაგვარებლად 5,5 მილიარდ დოლარამდე თანხის გადახდას დათანხმდა. საქმე ეხება დაახლოებით 76 000 სარჩელს, რომლებშიც...









