მათ შორის როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საკარანტინე სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებასა და ფრენის სუბსიდირებაზე – 45 მლნ ლარია გათვალისწინებული.
აქედან საკარანტინე სივრცეების მომსახურების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული რესურსი 44 მლნ ლარი, ხოლო ფრენის სუბსიდირებისთვის – 1 მლნ ლარია.
ამასთან, განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის – 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“.
bpn.ge







