ქუთაისის მერიიდან იუწყებიან ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიასთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ბუხაიძის 6 ნომერში მცხოვრებ მოსახლოებას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პრობლემები განიხილეს, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს. დავით ერემეიშვილმა და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, ასევე ის სოციალური თუ საბინაო პროექტები, რომელსაც ქუთაისის მერია მომდევნო წელს განახორციელებს.
4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8...










