ქუთაისის მერიიდან იუწყებიან ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიასთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ბუხაიძის 6 ნომერში მცხოვრებ მოსახლოებას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პრობლემები განიხილეს, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს. დავით ერემეიშვილმა და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, ასევე ის სოციალური თუ საბინაო პროექტები, რომელსაც ქუთაისის მერია მომდევნო წელს განახორციელებს.
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ...










