LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

თუკი დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პირველი მოსმენით დაამტკიცებს აღნიშნულ კანონპროექტს, ჩვენ იძულებული ვიქნებით გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში – მარიამ ჯაში

დაპოსტა 2020/05/21-ში
113
ნახვა
გაზიარება

ფრაქციამ „დამოუკიდებელმა დეპუტატები“ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, ფრაქცია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთანავე, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცებს, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადავა.

„მოგმართავთ კოლეგებს უმრავლესობაში, ნუ გარისკავთ ამ კანონის დამტკიცებას, რადგან თუნდაც ერთი საარჩევნო ოლქის ჩაკეტვა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გართულების საბაბით, სერიოზულ კითხვებს გააჩენს არჩევნებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა აპირებს, პირველი მოსმენით კენჭი უყაროს აღნიშნულ კანონპროექტს. რამდენადაც აღნიშნული კანონპროექტი იქნება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყაში და დავტოვოთ პლენარულ სხდომათა დარბაზი. თუკი დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პირველი მოსმენით დაამტკიცებს აღნიშნულ კანონპროექტს, ჩვენ იძულებული ვიქნებით, გავემიჯნოთ განხილვებს ხვალ და შესაბამისად, გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

“14 წელი ამტკიცებდნენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, შემდეგ გადააკეთეს ” – ლევან ბეჟაშვილი

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ჩამოიშალა. კერძოდ, ბეჟაშვილი ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის,...

დაწვრილებითDetails

“თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი” – არჩილ გორდულაძე

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

აბსოლუტური ტყუილია, თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა....

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე…” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ნოემბერი 24, 2026
81
მთავარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა წელს 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი,...

დაწვრილებითDetails

” რა თქვა მეუფემ ასეთი მწარე სიმართლე, რომ დაგაკარგვინათ სიმშვიდე? ” – შალვა კერესელიძე „ქართულ ოცნებას“

ნოემბერი 24, 2026
17
მთავარი

რა თქვა მეუფემ ასეთი მწარე სიმართლე, რომ დაგაკარგვინათ სიმშვიდე? - მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე იობს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და წმინდა სინოდს. შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას! მის დამორჩილებაზე ფიქრს და თქვენს გავლენებში...

დაწვრილებითDetails

ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე „რეპროდუქციული ტურიზმი“ – ზაზა ლომინაძე

ნოემბერი 24, 2026
21
მთავარი

„მედიცინის თანამედროვე მიღწევები და რეპროდუქციული შესაძლებლობები,  დედობა და ბავშვის დაბადება არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად. დაუშვებელია ისეთი პრაქტიკის არსებობა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას...

დაწვრილებითDetails

” საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2026
44
მთავარი

საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სექტორში უხეში ჩარევა...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში” – კობახიძე

ნოემბერი 24, 2026
16
მთავარი

ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ეს აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და ამ რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათთვის არ არსებობს არც ჰუმანიზმი და არც ადამიანების ინტერესების გათვალისწინება. ჩვენ კი ჰუმანურად ვმოქმედებთ...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 25 ნოემბერს დებატები გაიმართება

ნოემბერი 24, 2026
15
მთავარი

25 ნოემბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“არავის აქვს უფლება, ამ ხალხზე ბულინგი და წნეხი აწარმოოს” – გიორგი შარაშიძე შეწყალებულებზე

ნოემბერი 24, 2026
9
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, არავის აქვს უფლება ბულინგი და წნეხი აწარმოოს იმ ადამიანებზე, ვინც საპატიმროებიდან შეწყალების შედეგად გათავისუფლდა. მისივე თქმით, აქციების პერიოდში დაკავებულმა პირებმა ცხოვრების გარკვეული პერიოდი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».