მსჯავრდებული გიორგი მამალაძის, მამა გიორგის ძმა სოციალურ ქსელში ყველა იმ ფაქტის გასაჯაროებას გეგმავს, რაც მისმა ძმამ წერილობით გადასცა: ,,ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი რო რაც ჩემმა ძმამ მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქოონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ) რომელმაც დამემუქრა და მითხრა, რომ მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რო მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ახლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება. მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!
“რუსეთის საომარი ეკონომიკა უკვე დასუსტებულია და უფრო დავასუსტებთ ” – კაია კალასი
მალე რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლების წინააღმდეგ ახალ ზომებს მივიღებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან...