დღეს გოგი წულაის ონლაინ სასამართლო შედგა. პატრულისათვის შეურაცყოფის მიყენების მუხლით მოსამართლემ წულაის 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. წულაიამ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი გამართა, რა დროსაც ადგილზე საპატრულო ბრიგადა მივიდა. პატრულმა წულაია კანონის დარღვევსა და კარანტინის დროს აქციის გამართვაში დაადანაშაულა, რასაც მცირე სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა. შემთხვევა წულისათვის ხელბორკილების დადებით დასრულდა.
აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს
აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...








