“ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით არ დადასტურებულა ის რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა” – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.









