LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მშენებლობის საქმეზე დაკავებული არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მშენებლობის საქმეზე დაკავებული არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები

დაპოსტა 2026/07/25-ში
A A
641
ნახვა
გაზიარება

დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები – კ.კ.-ს და კ.ა.-ს ხელბორკილები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაადეს. საქმე 4 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ეხება.

ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებოი სამსახურის ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები, მოტყუებით დაეუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ ისარგებლეს დაყადაღებული ქონებით.

საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ბრძანებით, შპს „სკაიფორტს“ ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიეცა, რომლის მოქმედების ვადა 2019 წლის თებერვლამდე იყო განსაზღვრული. კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დღემდე არ დასრულებულა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, რისთვისაც მათ ჰქონდათ გადახდილი შესაბამისი თანხები. აღნიშნულის საფუძველზე, მათ კეთილსინდისიერად შეძენილი ფართები უნდა გადასცემოდათ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. კერძოდ, მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული 1 258 332 აშშ დოლარი და 411 897 ლარი მიითვისეს.

გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრულად რეალიზაციის შემდეგ, დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს და მათ არარსებული, საერთო ჯამში 1 287 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი (ე.წ. „ჰაერი“) მიჰყიდეს, რის შედეგადაც 15 მოქალაქისგან თაღლითურად დამატებით 430 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ.

საერთო ჯამში, ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1 688 374 აშშ დოლარისა და 411 897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და დაყადაღებული ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე და 377-ე მუხლებით.

აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო სხვა მონაწილე პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით.

გაზიარება256

დაკავშირებული -პოსტები

კაცი ქალს საძილე აბებით თიშავდა. ვიდეოს იღებდა და პორნოსაიტებზე ტვირთავდა – შეყვარებულის გაუპატიურების ფაქტზე სასამართლო პროცესები დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ აღმოვჩნდი მის საწოლში – რას ყვება ტურისტი სექსუალურ ძალადობაზე
მთავარი

გერმანიაში 39 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ყოფილი შეყვარებულის მრავალჯერად გაუპატიურებასა და წლების განმავლობაში მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულების ნაწილი მამაკაცმა ვიდეოზეც გადაიღო. როგორც Die Zeit...

დაწვრილებითDetails

გორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. “ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი მეგობრობის გამზირზე, მეგობართან ერთად ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მოზარდი სასწრაფო დახმარების...

დაწვრილებითDetails

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა, სწრაფად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ნაბიჯებს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   ყურადღება სამუშაოსა და პრაქტიკულ...

დაწვრილებითDetails

16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან ცივი და სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი -  როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციას...

დაწვრილებითDetails

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – მაია კოხტაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის. “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი. “მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე
მთავარი

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება - აქტივისტის...

დაწვრილებითDetails

მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა
მთავარი

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"