LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის სახემწიფოების არა მხოლოდ ინფიცირებულთა სტატისტიკა განსხვავდება

ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის სახემწიფოების არა მხოლოდ ინფიცირებულთა სტატისტიკა განსხვავდება

დაპოსტა 2020/04/03-ში
A A
277
ნახვა
გაზიარება

ბოლო ორ კვირაში ჩინეთში, რუსეთისა და აშშ-ში კორონავირუსით დაიფიცირებულთა სტატისტიკა მკვეთრად განსხვავდება.

ოფიციალური ცნობით, ჩინეთში დაინფიცირებულთა ახალი  შემთხვევები  მნიშვნელოვნად იკლებს და მათი  უმეტესობა, 31 ახალი შემთხვევიდან -29   იმპორტირებულია.

დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა  82 464 -ია, გარდაცვლი-3,326   და გამოჯანმრთელებული – 76,724-ია.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა  რიცხვი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაიზარდა .  გარდაცვალების–30 გამოჯანმრთელების- 235, ხოლო დაინფიცირებულთა 3,548 შემთხვევა ფიქსირდება.

ვრცელდება მოსაზრება, რომ ტოტალიტარული ქვეყნები ზუსტ მონაცემებს მალავენ და მათ  შორის რუსეთიც მოიაზრება.  ვარაუდობენ, რომ რუსეთში გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა ისე,  როგორც ჩინეთში , გაცილებით მეტია. ჩინეთმა თავიდანვე უარი თქვა უცხოელი სპეციალისტების დახმარების მიღებაზე.  თუმცა  ამ ორი ქვეყნიდან მიღებული დახმარებაც და მომსახურების შესყიდვაც არა ერთ ქვეყანაში, საეჭვო კომპონენტებს შეიცავდა ხარისხისა და სანდოობის კუთხით.

აშშ-ში  პანდემია პიკს უახლოვდება და მსოფლიოში  დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით  ლიდერობს.  გარდაცვლილთა რიცხვიმა  6,057-ს, ხოლო დაინფიცირებულთა – 245,559-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულია-9,228 ადამიანი.

რუსეთმა ჯერ კიდევ , იანვარში განაცხადა, რომ  ჩინეთიდან კორონავირუსის გენომი მიიღო და მასთან ერთობლივად მუშაობს, ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. (წყარო: რადიო თავისუფლება) თუმცა ვაქცინის შექმნის შესახებ ოფიციალური სხვა ცნობა, გარდა მოსაზრებებისა არ გავრცელებულა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ   ჩინეთს უკვე ჰქონდა ვირუსის გავრცელებამდე ვაქცინა, რომელიც დათვის ნაღველის და თხის რქის კომპონენტებს შეიცავდა და ის მაღალი იერარქიის სამხედრო პირებს გაუკეს კიდეც.

თავის მხრივ, ამერიკაში, პენსილვანიის ქალაქ  პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ცნობით, მათ უკვე შექმნეს ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა.

თოთქოს, ზე სახელმწიფოები გაერთიანდნენ, როგორც  უწოდეს- ,,უხილავი მტრის“ წინააღმდეგ , მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა , დონალდ ტრამპმა ჩვეული პირდაპირობით, ვირუსი ,,ჩინური ვირუსის“ სახელით მოიხსენია და პანდემიასთან  ბრძოლაში ღია ჯერ-ჯერობით,  სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება.

როგორც ჩანს, უხილავი მტერი მტრული სახელმწიფოების  კონტურებს მკვეთრად გამოსახავს და ეს არ იქნება ჰიპოთეზებზე დამყარებული.

როცა მთელი მსოფლიო  ვირუსს ებრძვის  რუსეთისა და ჩინეთის ამოცანა  ნებისმიერ ფასად, სასურველი ახალი ეკონომიკური წესრიგის და შესაბამისად, გავლენების მიღებაა. ირკვევა,  რომ  პანდემიის ფონზე, ნავთობის ფასის კატასტროფული ვარდნა ყველაზე მეტად საზიანო  რუსეთის, საუდის არაბეთისა და აშშ-სათვის შეიძლება აღმოჩნდეს.

რუსული  ნავთობის ფასი კრიტიკულ მინიმუმამდე დაეცა და იგი 10 $-ს შეადგენს. ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოში ნავთობის შესყიდვები თითქმის შეჩერდა და რუსეთის ეკონომიკას შესაბამისად,  სერიოზული ზიანი მიადგა.

რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების საუბრის ერთ – ერთი თემა  ნავთობზე ფასის შენარჩუნებაც იყო. საუბრის დეტალები არა, მაგრამ ნავთობის ფასის რეგულირება და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, რომ უნდა შეძლონ, ეგ უკვე ითქვა.

ახლა, ნავთობზე მხოლოდ ფასის შენარჩუნება რუსეთის ეკონომიკისათვის ხსნა ვერ იქნება და მას ჩინეთმა  დახმარების ხელი ამ მხრივაც გაუწოდა, როგორც რუსული პრესა იუწყება იგი რუსეთს ნავთობის ომში გამარჯვებაში დაეხმარება.  აპრილისთვის  ჩინურმა ნავთობ გადამამუშავებელმა კომპანიებმა  სამ მილიონ ტონაზე მეტ რუსულ ნავთობზე გააფორმეს კონტრაქტები.

ჩინეთმა ვირუსის გავრცელების პირველსავე ეტაპზე იმარჯვა და ქვეყანაში განთავსებული უმსხვილესი კომპანიების აქციებიც შეიძინა , მაგრამ ეს შენაძენი შეიძლება მინიმალური აღმოჩნდეს იმ ზიანთან, რომლის ანაზღაურებაც დანარჩენი მსოფლიოსათვის  მოუხდეს. განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში რთულია იმგვარი დახურული სივრცის შექმნა, რომ ცალკეულმა ინფორმაციამ, რომელიც სიმართლეს ასახავს არ გაჟონოს.

გავრცელებული ინფორმაციით სარჩელი უკვე მომზადდა, რომელიც  ჩინეთისათვის  მასობრივი განადგურების ბილოგიური იარაღის COVID-19 გავრცელების გამო  20 ტრილიონი დოლარის დაკისრებას ეხება.

მოსარჩელეების მტკიცებით, ჩინეთმა ვირუსი ერთი ან რამდენიმე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, მათ შორის, აშშ-ის წინააღმდეგ შექმნა  და მოითხოვენ, რომ სარჩელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

ჰქონდა თუ არა მტრობის საფუძველი ჩინეთს 2018 წლის შემდეგ, რაც, ტრამპმაჩინურ საქონელზე საბაჟო გადასახადი გაზარდა, ამერიკულ კომპანიებს საწარმოების ადგილზე განვითარება დაავალა და  ჩინეთი ამერიკიდან სასოფლო სამეურნეო პროდუქტების შესყიდვაზე დაიყოლია, ღიად არავინ ამბობს ფაქტია ტრამპის მმართველობის დროს შეიქმნა  მეტი სამუშაო ადგილი და ქვეყვნის ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელიც დაფიქსირდა.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტრამპმა ჯო ბაიდენის საპასუხოდ თავის მოსაზრებაში ამ ორი ქვეყნის ლიდერები მოიხსენია, სურათი უფრო ნათელი ხდება :„ბაიდენი სუსტი და არაეფექტურია. სი ძინპინი ასეთ ადამიანებს დასცინის. ძინპინი და პუტინი ძილის წინ ლოცულობენ, რომ ბაიდენი ან ვინმე მისი მსგავსი გახდეს ამერიკის პრეზიდენტი, რომ ჩვენი ქვეყანის ხარჯზე ფული აკეთონ,“-აღნიშნა ტრამპმა.

სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის  დისკურსი, რომლის მთავარი მდგენელი  ეკონომიკური ფაქტორია, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზე სახელმწიფოთა როლსა და გავლენებს. ამ დისკურსში კოვიდ 19 მნიშვნელოვანი ფიგურანტი აღმოჩნდა , რომლის დაძლევაც მსოფლიოს ახალ გამოწვევას სთავაზობს და როგორც ექსპერტები ამბობენ, პანდემიის დამარცხების შემდეგ მთავარი გლობალური პრობლემა ბირთვული შეიარაღება და  კლიმატური ცვლილებები იქნება.

რაც შეეხება ამ სამი ქვეყნის მმართველებს, მათი ჯანმრთელობისთვის კოვიდ 19-ს ზიანი არ მიუყენებია- ვლადიმერ პუტინი დისტანციურად მუშაობს, ტრამპის განმეორებითი ტესტი უარყოფითია, ჩინეთის უვადო მმართველი სი ძინპინის შესახებ, ამ მხრივ,  ინფორმაცია არ ვრცელდება.

თეგები: ამერიკარუსეთიჩინეთი
გაზიარება126

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი
მთავარი

ნარიმან მაქარაშვილი(ბერი ნიკოლოზი) ფონიჭალაში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს . უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 19, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.   გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მარნეულის სოფელ ზემო სარალიდან თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული.   მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

75 წლამდე ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

  საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს     აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 12-თეთრამდე გაძვირდა....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი
მთავარი

ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა,ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო , - ამის შესახებ ბიძინა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო, 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 46 დოლარით გაიზარდა და 4 831 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.9%-ით...

დაწვრილებითDetails

“დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" BBC-ის რიგით მესამე საჩივრით მიმართავს. პაპუაშვილმა განმარტა საჩივრების პროცედურა, რომელიც BBC-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პაპუაშვილის თქმით, „აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სამტრედიაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. „გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ახალგაზრდა, ალეკო ხაბეიშვილი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა. ნათელში იყავი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"