ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 20-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სახლების დატბორვა წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებსა და სარდაფებში შევარდა.
ადგილობრივების თქმით, სოფელში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სანიაღვრე სისტემა გააუქმებულია, რაც ნალექის დროს ვითარებას ამძიმებს.
დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა სახანძრო-სამაშველო სამსახურის დახმარებით მოხერხდა.










