LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
”თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს დღეები, რომელთა დავიწყებაც ძნელია, მაგრამ ახლა ყველას ცხოვრებაში ეს დღეები არსებობს. დღეები, რომლებზეც წლების შემდეგაც ისაუბრებენ”

”თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს დღეები, რომელთა დავიწყებაც ძნელია, მაგრამ ახლა ყველას ცხოვრებაში ეს დღეები არსებობს. დღეები, რომლებზეც წლების შემდეგაც ისაუბრებენ”

დაპოსტა 2020/03/30-ში
A A
306
ნახვა
გაზიარება

”თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს დღეები, რომელთა დავიწყებაც ძნელია, მაგრამ ახლა ყველას ცხოვრებაში ეს დღეები არსებობს. დღეები, რომლებზეც წლების შემდეგაც ისაუბრებენ.” – ჟურნალისტი მაგდა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

არ ვიცი რას ფიქრობენ ადამიანები… თუმცა ვიცი. ამ ბოლო დროს უფრო დავრწმუნდი.
განა იგივეს არ ვფიქრობ მეც?
ყოველდღე უფრო გვიღრმავდება შიში იმაზე, რომ ამ ბრძოლას წავაგებთ, დავმარცხდებით.
ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც შიში აქვთ ხვალინდელი დღის და ფიქრობენ, ვერ გადავლახავთ ამ პრობლემას.
ვხედავ ისეთებს, რომლებიც ამ ურთულესი სიტუაციის დროსაც კი ოპტიმისტურად უყურებენ ყველაფერს, მხიარულები არიან და უბრალოდ არ ეშინიათ.

მარტიც მიილია.
გამიგია, მარტის სიგიჟე, მაგრამ ასე გაგიჟებაც თუ შეეძლო არ მეგონა.
არა, სისულელეა, ყველაფერს მარტის სიგიჟეს ნუ მივაბრალებ…

დღეს ვიხსენებდი, ჩვეულებრივ როგორ ვატარებდი ხოლმე გაზაფხულს. ვერც შევადარებ დღევანდელ გაზაფხულს.
ზოგადად არ მიყვარს ჩაკეტილობა, თუმცა შევეჩვიე და ვიცი, ახლა სახლში დარჩენა უკეთესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჩემი პოსტის მიზანიც ის იყო გაზაფხულზე მომეყოლა, ჩემს გაზაფხულზე, ოღონდ ამ დაავადების გარეშე, მაგრამ არ გამომივიდა…გვერდი ვერ ავუარე.
თუმცა თავს იმით ვინუგეშებ, რომ მომავალ გაზაფხულზე მოგიყვებით ძალიან დიდი ემოციებით…
თუმცა მაინც ვახერხებ ჩუმ-ჩუმად გარე გასვლას და დამალული ადამიანების სახლებზე ცქერას.

რამდენიმე დღის წინ ბიბლიოთეკაში ვიყავი. ვიფიქრე, მთლად ვახტი-ვარალეთ არ ჩავატარებ სახლში ყოფნის დღეებს-მეთქი.
წავედი და ერთი ცოცხალი არსებაც არ შემხვედრია, ფეხმოტეხილი ძაღლის გარდა.
დავიწყე თარო-თარო, ასო-ასო ხეტიალი და ვფიქრობ, რაიმე თხელ და საინტერესო წიგნზე.
ამასობაში მოვასწარი და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა წიგნს ჩავუტარე დეზინფექცია. თან არაყი ჩანთით დამაქვს.
უცებ რაღაც ხმაური მომესმა და ყველაზე სქელი წიგნიც გავამზადე, მაგრამ ძაღლი იყო. ეტყობა მასაც მობრზრდა უადამიანობა.
როგორ უადამიანოდ ჩავედი, ისევე დავბრუნდი უკან, თუმცა საინტერესო წიგნებთან ერთად.

მანამ, სანამ მობილურზე ქართულ შრიფტს ვცვეთდი, წვიმამაც მომისწრო და თითქოს მეტად მომეცა ფიქრის საშუალება.
წარმოვიდგინე, რომ სულ მალე ვნახავთ მოღიმარ ადამიანებს, ერთმანეთს ჩავეხუტებით, კვლავ გაიმართება მრავალკაციანი ღრეობები… წარმოვიდგინე კი არა, დარწმუნებული ვარ ასეც იქნება.

დაახლოებით ერთი კვირის წინ თოვლიც მოვიდა. ჩემთვის არაფერი განსაკუთრებული, როცა აპრილიც თოვლიანი ბევრჯერ მახსოვს, მაგრამ ვიღაცები ძალიან გაახარა.
მეც ვიყურებოდი ფანჯრიდან და თეთრ თოვლზე მეტად, გაზაფხულის ფერებს ვხედავდი.

დღეს დილიდან ვფიქრობდი, ნეტავ, ამ დაავადების გარეშე როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრებათქო, მაგრამ ზუსტად ვერ ჩამოვყალიბდი.
ჩემს შემთხვევაში, ჩაკეტილობა არ არის საინტერესო და ბევრად მნიშვნელოვანია გარე ურთიერთობები, მაგრამ მათთვის, ვინც კვირაობით, გადამბულად მუშაობს და ოჯახთან ყოფნის საშუალება არ აქვთ, ზედგამოჭრილი დროა.
ეძლევათ შანსი დრო ოჯახთან ერთად გაატარონ, თუმცა მედიკოსების რეკომენდაციების დაცვით.
არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ერთად ყოფნით (ახლა ცალ-ცალკე) ვერ გადავლახავთ, თუმცა მთავარი რწმენაა უკეთესი მომავლის.
ადამიანებო, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება რწმენა და მოტივაცია, რომ შევძლოთ ამ პრობლემას გავუძლოთ.
განა, ცოტა რამ გადაგვიტანია? მაგრამ მომავლის რწმენა ყველაფერს განსზაღვრავს და გისურვებთ, ძალიან მალე დამდგარიყოს ეს მომავალი.

არ გამომივიდა გაზაფხულზე საუბარი, თუმცა ამ პოსტს ერთი-ორ ფოტოს დავურვათ თან და მიხვდებით როგორია ჩემი გაზაფხული!

პ.ს. და რაც მთავარია, დარჩით სახლებში, ხშირად დაიბანეთ ხელები, გადაიღეთ ძალინ ბევრი ფოტო (არა მარტო თქვენი) და გქონდეთ მომავლის იმედი, რომ აუცილებლად მოვიგეთ ამ ბრძოლას.
გკოცნით და გეხვევით დისტანციურად.” – წერს მაგდა ჯიშკარიანი.

 

ფოტო: მაგდა ჯიშკარიანი

გაზიარება143

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 783 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.85%-ით მატებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას აკეთებს მარტვილში გამოვლენილ ცოფთან დაკავშირებით

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, სოფელ ბანძადან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

როდიდან გამოიდარებს საქართველოში – განახლებული პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

დაწვრილებითDetails

მარტვილში ,სოფელ ბანძაში კარანტინი გამოცხადდა – ონისე ჯანაშია

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ხონში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
მთავარი

მარტვილში, სოფელ ბანძაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ სოციალუ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტი და გიდი, ონისე ჯანაშია წერს. მისი თქმით, ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. „მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა. 8...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ამერიკის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს. აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს იმ ქართველებს, ვინც 1978 წლის 14 აპრილს წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი...

დაწვრილებითDetails

ახალი ინფორმაცია 4 წლის ბიჭზე,რომელმაც ხურდა გადაყლაპა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

დროებით ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი 4 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ბათუმში ექიმებმა მცირეწლოვანის ორგანიზმიდან გადაყლაპული ხურდა ფული წარმატებით ამოუღეს. შეგახსენებთ, შემთხვევა 11 აპრილს ოკუპირებულ გალში მოხდა. პაციენტი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ. ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი,...

დაწვრილებითDetails

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

კახეთში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს - 47 წლის მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"