“მე, მას შემდეგ რაც სასტუმროში ყველა ატრაქციონზე ვისრიალე. ენერგიულად ვარ!” – წერს Jessie J თავის ინსტაგრამ გვერდზე და საქართველოში გამართული გრანდიოზული კონცერტის შემდეგ შავი ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეკვეთილში ინგლისელი პოპვარსკვლავის, Jessie J-ის კონცერტი 6 აგვისტოს. მუსიკოსი საქართველოს მსოფლიო ტურნეს The Lasty Tour ფარგლებში ეწვია. ღონისძიება პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა.
არტისტმა ბლექ სი არენაზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე ისეთი ჰიტები შეასრულა, როგორებიცაა: Domino, Price Tag, Bang Bang, Flashlight და Masterpiece. ასევე, იმღერა 2018 წლის ალბომში R.O.S.E. შესული კომპოზიციები, მათ შორის Queen და Real Deal.
Black sea arenas ადმინისტრაციის ინფორმაციით კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე Jessie J-ის ყველა ონლაინ ბილეთი გაიყიდა. პუბლიკამ პოპ მომღერალი დიდი ემოციით მიიღო
„ენერგია გიჟური იყო . ჩემმა პირველმა შოუმ საქართველოში წარმატებულად ჩაიარა. სიყვარულით სავზე ხმაურიანები იყავით, მადლობა, მადლობა, მადლობა” – წერს პოპ მომღერალი თავის ინსტაგრამ გვერდზე.
ჯესი ჯეიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ სინგლით Do It like a Dude გაიცნო. კარიერის განმავლობაში მას 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტმა 2012 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზეც იმღერა. მისმა კომპოზიციამ Bang Bang, რომელსაც არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟთან ერთად ასრულებს, იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.