LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ასეთი ყველი სულგუნის გემოს იღებს და დიდხანს ინახება.

ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი

დაპოსტა 2019/08/08-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია, ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ–კარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, დევნილთა დასახლებაში განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას შემდეგ მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა ოკუპაციის ფესვები საქართველოში. 

“დღეს 11 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ეს არის უზარმაზარი ტკივილი და მოუშუშებელი იარა თითოეული ჩვენგანისთვის და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ერთსულოვნება, თანმიმდევრული პოლიტიკა, იმ სამშვიდობო ინიციატივებისრეალიზაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ყველაზე მთავარ მიზნამდე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერი ცხინვალიდან დევნილი ვეტერანის, სერგო ქესანაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნა, რომ დევნილების ბინებით უზრუნველყოფა მთავრობისთვის პრიორიტეტია. 

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ვეტერანთა მხარდაჭერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სახელმწიფო სწორედ ასეთ ხალხზე დგას. 

მთავრობის მეთაური დევნილებს ასევე ესაუბრა ახალი ბინების მსენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება. 

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

“ამ დასახლების ბმშენებლობა დაიწყო ორი წლის წინ. დევნილებისთვის ბინების გადაცემა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. წელს და მომავალ წელს 2000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა ბინა. ამ დასახლებაში ძირითადად ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. სადაც ისინი ორი წლის წინ ცხოვრობდნენ, იქ მართლაც გაუსაძლისი პირობები იყო. ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას გორის ამ ნაწილში. არსებობს საბავშვო ბაღის პრობლემა, უკვე ჩავსვით ბიუჯეტში დამომავალ წელს აქ აშენდება საბავშვო ბაღი. ასევე არის   პრობლემა, რომელიც უკავშირდება დასაქმებას. ჩვენ გვაქვს პირობა მიცემული ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელსაც ნაბიჯ–ნაბიჯ მოვაგვარებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თეგები: მამუკა ბახტაძემეგატვოკუპაცია
გაზიარება63

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით – ერიკ-ნილს კროსი

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით – ერიკ-ნილს კროსი
მთავარი

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით - საქართველო მომდევნო დაპყრობილი ერი გახდება, როგორც ბელარუსია დღეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.   მისი...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – პეტრა ბაირი

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – პეტრა ბაირი
მთავარი

„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას, - ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის წევრმა პეტრა ბაირმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს – ოლექსი გონჩარენკო

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია – იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული, საქართველოს გაუმარჯოს!- ოლექსი გონჩარენკო
მთავარი

საქართველომ ხელი არ მოაწერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.   მისი განმარტებით, საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ – პერან მუნი

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ – პერან მუნი
მთავარი

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომა შევუზღუდოთ, და საზღვარგარეთ არდადეგების ფუფუნება ჩამოვართვათ. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პერან მუნმა (დიდი ბრიტანეთი, ლეიბორისტული პარტია)...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში დღეს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

27 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება - სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მოხსენებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვა.   კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრებს. პრემიერის ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს ივნისის დასაწყისში...

დაწვრილებითDetails

კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნას მიჩნეული – თეა წულუკიანი

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა – წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე
მთავარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „ცილისწამების“ თაობაზე მუხლის შემოტანის და მის დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრის წინადადებით გამოდის.   შესაბამისი ინიციატივა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში...

დაწვრილებითDetails

უნდა შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ – ზურაბ ჯაფარიძე

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს
მთავარი

ზურაბ ჯაფარიძე - უნდა შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ - ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას უნდა შევქმნათ ისეთი...

დაწვრილებითDetails

ევროპის საბჭოში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

დღეს, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია PACE-ს ვებგვერდზე დევს. კერძოდ, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატები სახელწოდებით - „საქართველოში პოლიტიკური...

დაწვრილებითDetails

ოპოზიცია ხალხის თვალში დისკრედიტირებულია, ეს არის აგენტის ხვედრი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გრძელდება - ოპოზიცია ხალხის თვალში დისკრედიტირებულია. ეს არის აგენტის ხვედრი, როდესაც დაგავალებენ, რომ პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,- ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე...

დაწვრილებითDetails

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"