LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა – ვასო ურუშაძე

აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა – ვასო ურუშაძე

დაპოსტა 2026/11/06-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მინდა ვკითხო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას – რატომ არ არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მთავარი პრიორიტეტი წარმოება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, საექსპორტო პროდუქციის წარმოება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და მრეწველობის განვითარება? რატომ აქვს აზარტულ თამაშებს ასეთი დიდი წილის ეკონომიკაში? რატომ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ფულს წააგებს საქართველოს მოქალაქე? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დღეს ონლაინ სათამაშო პლატფორმებზე მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მესამე ადამიანზე სათამაშო ანგარიში არსებობს, ხოლო 400 000 ადამიანი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული.

ურუშაძის განცხადებით, პრობლემა მწვავედ ეხება ახალგაზრდებს და შრომისუნარიან მოსახლეობას. ბრიფინგზე ურუშაძემ წარადგინა ინიციატივა, რომელიც მისივე განმარტებით „ეხება არა მხოლოდ სათამაშო ბიზნესს, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს, მოქალაქეების სოციალურ დაცვას და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე.“

„ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.

კონკრეტულად წარვადგებთ ოთხ პუნქტიან გეგმას:

საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ ქვეყანაში ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებით სარგებლობა და დაინერგება მონაკოს მოდელი.

მომზადდეს სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო ტურისტულ ინდუსტრიაზე გადასვლის ეკონომიკური გეგმა, რის შემდეგაც ⁠სათამაშო ბიზნესი ორიენტირებული გახდება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც ასევე გულისხმობს მონაკოს წარმატებულ მოდელს.

შეიქმნას თამაშზე დამოკიდებულთა დაცვის და პრევენციის სახელმწიფო პროგრამა.

გაძლიერდეს არალეგალური ონლაინსათამაშო პლატფორმების წინააღმდეგ ბრძოლა და შემუშავდეს კანონის აღსრულების ეფექტიანობის ამაღლების გრძელვადიანი სტრატეგია“, – აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

ურუშაძის თქმით, კაზინოები და ონლაინ კაზინოები უნდა მუშაობდნენ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და ემსახურებოდნენ უცხოელ მომხმარებლებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი თამაშის შესაძლებლობა უნდა შეიზღუდოს.

„მსგავსი პრინციპი მოქმედებს მონაკოში, სადაც ქვეყნის მოქალაქეებს კაზინოებში თამაში ეკრძალებათ, ხოლო უცხოელი ვიზიტორებისთვის – ღიაა. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.

ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, როდის გახდება ბავშვი თამაშზე დამოკიდებული, დაკარგავს ფულს, მიატოვებს სწავლას ან დაანგრევს საკუთარ მომავალს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რისკი მანამდე შეამციროს.

ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა, რომელიც ფულს ქმნის წარმოებით, ექსპორტით, ინოვაციითა და შრომით და არა ეკონომიკა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მოქალაქეების მიერ კაზინოში დახარჯული ფულია“, – აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

ურუშაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა არ არის მიმართული კერძო ბიზნესის წინააღმდეგ. მისივე განმარტებით, საქართველომ უნდა განავითაროს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ორიენტირებული სათამაშო ბიზნესი და უცხოელ ტურისტებს უნდა შეეძლოთ საქართველოში არსებული კაზინოებით სარგებლობა, სასტუმროებში განთავსება, რესტორნებში თანხის დახარჯვა და ქვეყანაში დამატებითი ტურისტული შემოსავლის შექმნა.

„ჩვენ გვინდა საქართველო, სადაც ახალგაზრდები ცოდნით, შრომითა და პროფესიული განვითარებით მიაღწევენ წარმატებას, სადაც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი – წარმოება, ინოვაცია და ექსპორტია, სადაც ოჯახების დანაზოგი, ოჯახის მომავალს ხმარდება და არა სათამაშო ბიზნესს.

როდესაც ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში, ათიდან რვა აზარტული თამაშებთან დაკავშირებული ბიზნესია, ეს გვაიძულებს დავსვათ კითხვა: რა ტიპის ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ?

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არ არის უბრალოდ ცუდი ჩვევა, ან ადამიანის პირადი ფინანსური პრობლემა. ეს არის სერიოზული სოციალური პრობლემა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფინანსური კეთილდღეობა და ოჯახური ურთიერთობები.

ეს არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ვიწრო ინტერესი. ამ ინიციატივის განხილვისკენ მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საპატრიარქოს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი და პროფესიული დისკუსია“, – აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

ურუშაძის თქმით, „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15.3%-იანი ზრდაა. მისივე განცხადებით, სათამაშო ბიზნესის წილმა ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 34.8% შეადგინა, „რაც კატასტროფული მაჩვენებელია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის“.

„2025 წელს საქართველოში ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე ათი კომპანიიდან რვა აზარტული თამაშების სფეროში საქმიანობდა“, – განაცხადა ურუშაძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები იგეგმება

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში  რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები იგეგმება
მთავარი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მუზეუმის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა
მთავარი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. „გარეთ რომ უკეთესი ხვდებოდეს ადამიანს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე,...

დაწვრილებითDetails

4 არასრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავს დაესხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია, - ამის შესახებ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
მთავარი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც ნანა სანდერმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, „13 - თვიანი წამება დასრულდა“. „დასრულდა...

დაწვრილებითDetails

ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, “ინტერპრესნიუსთან” მომხდარი, სამი ძმიდან იმ ერთადერთმა ძმამ გაიხსენა, რომელიც შემთხვევას გადაურჩა. ელმან უსუფოვი ყვება, რომ დაახლოებით საღამოს 17:00 საათისთვის...

დაწვრილებითDetails

ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო...

დაწვრილებითDetails

თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს და საქართველოდან გააძევეს

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა – რა ხდება კახეთში

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.   ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო.   ადგილობრივების თქმით,...

დაწვრილებითDetails

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია – კულტურის მინისტრი

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია – კულტურის მინისტრი
მთავარი

„საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია“ - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ბაია ბიტაძემ გელათში ვიზიტის დროს განაცხადა. ინფორმაცას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.კულტურის...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანის საქმეზე ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი
მთავარი

ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები - ამის შესახებ დაზარალებული ქალის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. პროკურატურისგან ველოდებით არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რასაც უნდა მოყვეს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"