26 ოქტომბერს, თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციაში ტორნადოსა და შტორმის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება TRT Haber.
ანტალიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი – საავადმყოფოში. „დღეს, პროვინციული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ჩვენმა რეგიონულმა მეტეოროლოგიურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ექსტრემალური მოვლენებისთვის მზად უნდა ვიყოთ. დღეს საღამოს ასეთი ინციდენტი მოხდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათი ვინაობა დგინდება“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
კეპეზის რაიონში ტორნადომ სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ამწე გადააბრუნა. ძლიერმა ქარმა ასევე ორი საცხოვრებელი კონტეინერის სახლი დაანგრია.
თურქმა მეტეოროლოგებმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ანტალიაში, სამშაბათისთვის შტორმის გაფრთხილება გამოსცეს.









