LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კვლავ მოწინავე პოზიციებით ვხვდებით_ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში გარეჯზე საუბრობს

დაპოსტა 2026/10/21-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში გარეჯზე საუბრობს. როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, ჯერ კიდევ პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, ჰქონდა მცდელობა, მოეპოვებინათ ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.

მისი თქმით, 2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა, თუმცა, სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა, პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.

ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა და ის იმედოვნებს, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი.

აქვე მინდა გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი. ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით.

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გვქონდა მცდელობა, მოგვეპოვებინა ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.

2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა. სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.

ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ.

მალევე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის პროფესიონალების მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვა, მოსაზრებები და გამოსავლის გზები წარვუდგინე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა. ასევე განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება – დაიწყო გამოძიება.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს პოზიციები. ამის თაობაზე სრულად ინფორმირებული იყო საქართველოს საპატრიარქო და პირველივე დღიდან პროცესში ჩართული იყო დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (მისი ინიციატივითა და შთაგონებით დავიწყე მუშაობა დავით გარეჯის საკითხზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს და მასთან ერთად განვაახლე პროცესი თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისთანავე).

ჩემი გადაწყვეტილებით განახლდა სახელმწიფო კომისიაც, რომლის შემადგენლობაშიც შევიყვანეთ ახალი წევრები – პატრიოტი პროფესიონალები.

სასამართლო პროცესი 2023 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. ასევე შერჩეული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დაგვეხმარებოდნენ.

აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი,- წერს ღარიბაშვილი. 

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
მთავარი

ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა,...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
მთავარი

ბოლო მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ყაზბეგი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 13 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების,...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია დასჭირდა – ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია დასჭირდა – ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
მთავარი

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ინფორმაცია სულ რამდენიმე წუთის წინ პარი სენ-ჟერმენის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. როგორც წესი, ჯვარედინი...

დაწვრილებითDetails

ალბათ, იქნება რაღაც სანქციები – დღემდე, ევროკავშირს არ აქვს გააზრებული, შემუშავებული პოლიტიკა ამ რეჟიმთან მიმართებით – ზურაბ ჯაფარიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს
მთავარი

მე არსებითად მგონია, რომ მოქმედებაში არაფერი არ იცვლება, იმიტომ, რომ ამ რეჟიმის გაჩერების გზა არ გადიოდა ფორმალურად ბიულეტენში ჩემს ყოფნა - არ ყოფნაზე. ამათი გაჩერების მხოლოდ ორი გზა არსებობს -...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი – ნიკა გვარამია

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი, – ამის შესახებ კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბათუმში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გურჯაანში ორი კვირის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 72 წლის აკაკი დემუროვს ერთ-ერთმა მწყემსმა სოფელ ჩუმლაყში, საავტომობილო გზის ხიდთან მიაგნო და ოჯახს დაუკავშირდა. მამაკაცის ცხედქრი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო...

დაწვრილებითDetails

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას ითხოვს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
მთავარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება პარტიის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ინსტიტუცია პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს. „ერთიან...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე 14:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებს. რა საკითხს ეხება ბრიფინგი, ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის...

დაწვრილებითDetails

ეს არის გამოცხობილი დიქტატურა, ვისაც უნდა დიქტატურაში ცხოვრება, დაე იცხოვროს, მე პირადად არ ვაპირებ – მურმან დუმბაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
,,ის არის საქართველოში. ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში”-მურმან დუმაძე
მთავარი

"ოცნების" ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე საკონსტიტუციო სასამათლოსთან იმყოფება და ხელისუფლებსი მიერ ოპოზიციის აკრძალვის გეგმას აპროტესტებს. დუმბაძე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესი, რაც საქართველოში ახლა ხდება დიქტატურის დაკანონებაა. "ვისაც უნდა დიქტატურაში ცხოვრება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"