“ოცნების” ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე საკონსტიტუციო სასამათლოსთან იმყოფება და ხელისუფლებსი მიერ ოპოზიციის აკრძალვის გეგმას აპროტესტებს.
დუმბაძე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესი, რაც საქართველოში ახლა ხდება დიქტატურის დაკანონებაა.
“ვისაც უნდა დიქტატურაში ცხოვრება, დაე იცხოვროს, მე პირადად არ ვაპირებ და ბევრი არ აპირებს” – ამბობს მურმან დუმბაძე.
მეთხუთმეტე წელი დაიწყო, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და უკვე აქედან ეს ციფრი აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება არის უზუპირებული, მიტაცებულია ხელისფუფლება. სახელმწიფო მიტაცებულია, სახელმწიფო არის გაუქმებული და დამიანები, რომლებიც ე.წ სახელწიფოს მართვენ ბუნებრივია აკეთებენ იმას, რასაც მოისურვებენ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სასაყვედურო მარტო ხელისუფლებას არ აქვს, თითოულ ჩვენგანს, საქართველოს თითოულ მოქალაქეს აქვს სასაყვედურო, ვისაც უნდა დიქტატურაში ცხოვრება, დაე იცხოვროს, მე პირადად არ ვაპირებ და ბევრი არ აპირებს. ჩვენ დიდი სიმტკიცის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებასა ვერ შევძლებთ. ჩვენ ვიცით თითოული საქართველოს მოქალაქის აზრი. ისინი ელოდებიან, საერთაშორისო ვითარებაც არის ამ დიდ, ასე ვთქვათ, სურათში, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაველოდოთ სხვას, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, ძალიან მარტივია.
ბუნებრივია იკრძალება ისეთი პარტიები, რომლებსაც ასე თუ ისე ამომრჩეველთან კავშირი აქვთ. დააკვირდით ყველა მათგანს 5% ბარიერი აქვთ გადალახული და არა ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ან არ ღებულობენ მონაწილეობას არჩევნებში ან რაიმე შედეგს ვერ დებენ. ერთადერთი პარტია, რომელიც 2024-ში არ მონაწილეობდა „ფედერალისტებია“, მაგრამ ისიც მოაყოლა საქმეს ასე სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ დასასრული იქნება, ბუნებრივია, ძალან ცუდი და ფატალური იქნება ნულზე გაიყოფა მისი შედეგი.
აღარ უნდა ტერმინებს მოძებნა და იმის შესწავლა რა არის დიქტატურა, ეს არის გამოცხობილი დიქტატურა. ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში და ვისაც აინტერესებს ამ დიქტატურაში ყოფნა და მისთვის ჩვეული ამბავია, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩვენ იდეალისტები ამას არ შევეგუებით”, – აცხადებს მურმან დუმბაძე.
დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.
არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელის განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სარჩელის განხილვა აქციის ფონზე მოუწევთ – სასამართლოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. სწორედ ამიტომ ადგილზე დილიდან უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული.
ასევე შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტებისთვის – მედიას დღეს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ.










