ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ინფორმაცია სულ რამდენიმე წუთის წინ პარი სენ-ჟერმენის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
როგორც წესი, ჯვარედინი იოგების ტრავმის შემდეგ ფეხბურთელს მოედანზე დაბრუნება 6-დან 9 თვემდე არ შეუძლია. კვარაცხელიას ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს.










