გურჯაანში ორი კვირის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
72 წლის აკაკი დემუროვს ერთ-ერთმა მწყემსმა სოფელ ჩუმლაყში, საავტომობილო გზის ხიდთან მიაგნო და ოჯახს დაუკავშირდა.
მამაკაცის ცხედქრი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
ოჯახის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახური იყვნენ ჩართული.
სპეციალისტებმა დრონიც გმოიყენეს და სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც შეისწავლეს, თუმცა მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდებოდა.










