ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა
პენიტენციურ სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი 6-კაციან საკანში 5 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა, როცა საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და სახით დაეცა.
“ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა” – უთხრეს “პირველებს” პენიტენციურ სამსახურში.
წყარო: ტვ პირველი









