საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. გამომსვლელთა სიას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “უფრო ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა”, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან.
დადასტურებულ გამომსვლელებს შორის არიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები: ურსულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისიის პრეზიდენტი), ანტონიო კოშტა (ევროპული საბჭოს პრეზიდენტი), კაია კალასის (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი) და მარტა კოსი (გაფართოების საკითხებში ევროკომისარი).
დადასტურებულ გამომსვლელებს შორის ასევე არიან კანდიდატი ქვეყნების ლიდერები: მაია სანდუ (მოლდოვის პრეზიდენტი), სერგეი კორეცკი (უკრაინის პრემიერ-მინისტრი), ედი რამა (ალბანეთის პრეზიდენტი), მილოიკო სპაჟიჩი (მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი) და ჰრისტიან მიცკოსკი (ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი).
მანამდე „ევროსკოპს“ წყარომ დაუდასტურა, რომ გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიუწვევიათ.









