LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი

“საფრანგეთში აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ…კომენტარიც არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ’- ლევან მაჭავარიანი

დაპოსტა 2026/10/10-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, – წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანი აქვეყნებს საფრანგეთში მიმდინარე აქციების კადრებს და წერს, რომ როდესაც მმართველი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტსა და სიცრუეში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება.

მისი განცხადებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები და 2025 წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფოზე მიტანილი იერიშის მოგერიება, ევრობიუროკრატებმა სისტემურ ძალადობად შეაფასეს, ხოლო აქციებს მშვიდობიანი უწოდეს, „ამ ფონზე კი, საფრანგეთში სამართალდამცავების მიერ გამოვლენილ ძალადობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ ხორციელდება, ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ“.

„როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ძალადობრივი დემონსტრაციების დროს, რომლებიც მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის ცალკეული წევრების მხრიდან ძალის გადამეტების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელებზე ათასამდე დატრენინგებული ადამიანი ძალადობდა, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გადაამეტა უფლებამოსილებას. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ამ შემთხვევებზე რეაგირება და დამნაშავენი კანონის შესაბამისად დაისაჯნენ.

როდესაც ბრიუსელის მხრიდან ოფიციალურად წახალისებული რევოლუციის სცენარი 4 ოქტომბერს ვითარდებოდა, ვიხილეთ ასობით მოძალადე დემონსტრანტის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. ამ შემთხვევაში, ჩვენმა სამართალდამცველებმა იუველირული სიზუსტით ჩატარებული ღონისძიებით ისე აღკვეთეს სახელმწიფოზე მიტანილი ეს იერიში, რომ თმის ღერიც კი არავის ჩამოვარდნია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ევრობიუროკრატები ძალადობას, პოლიციისა და პარლამენტის დაწვასა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას მშვიდობიან აქციად ასაღებდნენ, ხოლო შტურმის მოგერიებისთვის, სისტემური ძალადობის დარქმევას ცდილობენ.

დაახლოებით ორი კვირაა, რაც საფრანგეთში სასწავლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. საინფორმაციო სივრცე გადაჭედილია ვიდეოებით, რომლებშიც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ. ხშირ შემთხვევაში ეს ძალადობა ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ ხორციელდება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ. მცირედი განცხადებაც კი არ დაუწერიათ იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც ძალოვანი უწყებების მხრიდან სახელმწიფოზე მიტანილი იერიშის მოგერიება სისტემურ ძალადობად შეგვიფასეს. ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნა გამოუცხადეს ჩვენს ხელისუფლებას საქართველოში ძალადობრივი რევოლუციების აღკვეთის გამო.

ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ევრობიუროკრატები ამ „დანაშაულებრივი“ დუმილის პარალელურად, კრიმინალ სააკაშვილს მორიგ, უკვე მე-9 რეზოლუციაშიც პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებენ.

როგორც აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნავს – „ბრიუსელი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს“, – წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

“შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა”- ეროვნული ბანკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. „ეროვნული ბანკი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ნერვიულობისგან დაიღუპა მძღოლიც

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს ” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...

დაწვრილებითDetails

“რაც მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირი – საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის…გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს”- პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
,,ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც მის წინამორბედ მთავრობასთან” – პაველ ჰერჩინსკი
მთავარი

ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თელავში, ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

პანამაში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დეტალები

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

პანამაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ბიძგებმა შენობები დააზიანა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, თუმცა ქვეყანა, წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბურ ნგრევასა და მსხვერპლს...

დაწვრილებითDetails

„ჯარიმა 3 000 ლარია…“ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა, შესაბამისი ჯარიმის გასაჩივრების პერიოდში საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის დაკისრებული სანქციის აღსრულება აღარ შეუჩერდება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან...

დაწვრილებითDetails

სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
მთავარი

დღესდღეობით სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, რომელსაც უკურნებელ სენსაც უწოდებენ. მისი 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, მათგან ზოგი სხვებზე მეტად საშიში და მომაკვდინებელია, ზოგი კი - შედარებით მსუბუქი. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია,...

დაწვრილებითDetails

რამდენი გაცდენის შემდეგ შეიძლება ბავშვი ბაღიდან ამოირიცხოს – დეტალები

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვის ხანგრძლივი გამოუცხადებლობა შესაძლოა, მისი რეგისტრაციის შეჩერებისა და საბოლოოდ ბაღიდან ამორიცხვის მიზეზი გახდეს. თუმცა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესი არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვი კონკრეტული რაოდენობის გაცდენის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"