ეს ბავშვი 11 წლის ვატო ნარსავიძეა, რომელიც მე-10 სართულიდან გადმოგდებული სკამით მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისთვის იბრძვის.
“იმდენი მოტეხილობა აქვს ჩამოთვლაც კი არ შემიძლია: თავის ქალა, ლავიწის ძვალი, კისრილის მალა…” – ამბობს მეზობელი პალიტრავიდეოსთან.
“ეს ბავშვი 11 წლის ვატო ნარსავიძეა, რომელიც მე-10 სართულიდან გადმოგდებული “ტაბურეტკით” მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისთვის იბრძვის. მისთვის იბრძვიან ექიმები, ლოცულობენ ახლობლები. ოჯახი გვთხოვს, ვილოცოთ ვატოსთვის, რომ გამოჯანმრთელდეს და მალე დაუბრუნდეს ოჯახს.
P.S. : შემთხვევა თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, გუშინ მოხდა.” – წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.
თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა კორპუსთან, არასრულწლოვანი დაშავდა. 27 წლის მამაკაცმა კორპუსიდან სკამი ისროლა, რომელიც 11 წლის ბავშვს დაეცა.










