LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მშენებლობის საქმეზე დაკავებული არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მშენებლობის საქმეზე დაკავებული არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები

დაპოსტა 2026/07/25-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები – კ.კ.-ს და კ.ა.-ს ხელბორკილები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაადეს. საქმე 4 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ეხება.

ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებოი სამსახურის ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები, მოტყუებით დაეუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ ისარგებლეს დაყადაღებული ქონებით.

საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ბრძანებით, შპს „სკაიფორტს“ ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიეცა, რომლის მოქმედების ვადა 2019 წლის თებერვლამდე იყო განსაზღვრული. კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დღემდე არ დასრულებულა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, რისთვისაც მათ ჰქონდათ გადახდილი შესაბამისი თანხები. აღნიშნულის საფუძველზე, მათ კეთილსინდისიერად შეძენილი ფართები უნდა გადასცემოდათ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. კერძოდ, მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული 1 258 332 აშშ დოლარი და 411 897 ლარი მიითვისეს.

გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრულად რეალიზაციის შემდეგ, დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს და მათ არარსებული, საერთო ჯამში 1 287 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი (ე.წ. „ჰაერი“) მიჰყიდეს, რის შედეგადაც 15 მოქალაქისგან თაღლითურად დამატებით 430 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ.

საერთო ჯამში, ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1 688 374 აშშ დოლარისა და 411 897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და დაყადაღებული ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე და 377-ე მუხლებით.

აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო სხვა მონაწილე პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

პარლამენტის შენობა ქუთაისში დაუცდის ღირსეულ დეპუტატებს, რომლებიც ახალ საქართველოს ააშენებენ – ნუგზარ კოხრეიძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
პარლამენტის შენობა ქუთაისში დაუცდის ღირსეულ დეპუტატებს, რომლებიც ახალ საქართველოს ააშენებენ – ნუგზარ კოხრეიძე
მთავარი

ქუთაისში სამოქალაქო სექტორი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას ეხმიანება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებიტ სოციალურ ქსელში “RICDOG”-ის  თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე წერს: "რადგან “ქართულმა ოცნებამ” ამდენი რესურსი დაახარჯა ეგრეწოდებულ ტექნოლოგიურ ჰაბს, ესეიგი პროექტი...

დაწვრილებითDetails

ზღვაში სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა იპოვეს- დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

მახინჯაურში, ზღვაში ნაპოვნი, სავარაუდო, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის...

დაწვრილებითDetails

იმ გზაზე, სადაც მთელი ცხოვრება დადიოდი, რა დაგემართა – სამტრედიაში ახალგაზრდა კაცს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
იმ გზაზე, სადაც მთელი ცხოვრება დადიოდი, რა დაგემართა – სამტრედიაში ახალგაზრდა კაცს გლოვობენ
მთავარი

როგორ მენანები... სული მეწვის შენი საცოდაობით“ – სამტრედიაში ავარიის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს გლოვობენსამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს ახლობლები და მეგობრები ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.„ჩვენი...

დაწვრილებითDetails

დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს, შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ – გამოვლენილია პირამიდული სქემა PCDAI

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს, შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ – გამოვლენილია პირამიდული სქემა PCDAI
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მომხმარებლებს კიდევ ერთი პირამიდული სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. თაღლითები მოქალაქეებს დასაქმებას და...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ და როგორ მოიქცეთ, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დღეს კიდევ ერთხელ გაეთიშა.   საქართველოს რამდენიმე ქალაქს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგია რამდენიმე საათი არ მიეწოდება. ელექროენერგია გაითიშა ქვეყნის მასშტაბით  24 ივლისსაც.  ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო...

დაწვრილებითDetails

ესენი რომ არ წასულიყვნენ მე ვფიქრობ რომ, ეს ფანჯრიდანვე დახოცავდა – ას ყვება თვითმხილველი ქალი ვერაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ვერაზე გუშინ მოკლული 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილია
მთავარი

გაბადრული სახეებით მიდიოდნენ, მინდა ყველამ იცოდეს რომ, ერთი სიტყვა ამ ბავშვებს არ დასცდენიათ, ესენი რომ არ წასულიყვნენ მანქანისკენ და ლაპარაკი გაგრძელებულიყო, მე ვფიქრობ რომ, ეს ფანჯრიდანვე დახოცავდა - რას ყვება...

დაწვრილებითDetails

დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა მის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

დააკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა უკანონოდ მოიპოვა და შემდეგ დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს. თბილისის პროკურატურის...

დაწვრილებითDetails

ოფიციალური დოკუმენტით არ დადასტურებულა რომ, ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა – პროკურორი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ოფიციალური დოკუმენტით არ დადასტურებულა რომ, ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა – პროკურორი
მთავარი

"ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით არ დადასტურებულა ის რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა" - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვერაზე, 17...

დაწვრილებითDetails

ცნობილია კაცის ვინაობა, რომელიც შვილმა მოკლა – რა დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოკლული მამაკაცი 70 წლამდე ასაკის ფილიპე ლაგაზიძეა. მამაკაცი მეუღლესთან ერთად სოფელში მოქმედ მატყლის საამქროში მუშაობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცის მეუღლე პურის საცხობში...

დაწვრილებითDetails

უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან – რას წერს მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე  ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა 7 კი დაშავდა. „დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა ცხოვრებამ, რამდენად მყიფეა ყველაფერი… ისეთი უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან, რომ სიტყვებიც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"