რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ინფო რუსთავი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი მეგობრობის გამზირზე, მეგობართან ერთად ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.










